Apple iPhone 8-ის “ფინალურმა” სქემატიკებმა გაჟონა ინტერნეტში

დაბრუნება Posts

Apple iPhone 8-ის “ფინალურმა” სქემატიკებმა გაჟონა ინტერნეტში


iPhone-ის 10 წლის იუბილესათვის Apple გრანდიოზულად ემზადება და გვიმზადებს სპეციალური გამოშვების iPhone-ს, რომელიც, პირველად Apple-ის ისტორიაში არ ემგვანება თავის წინამორბედებს. გრანდიოზულად ელოდებიან კომპანიის ფანები, ინტერნეტ სივრცეში კი თითქმის ყოველ დღე სულ ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება კომპანიის ახალი ფლაგმანის – iPhone 8-ის შესახებ.

გამონაკლისი არც დღესაა. ინტერნეტში ორმა სქემამ გაჟონა, რომელზეც აღბეჭდილია Apple-ის უახლესი, ჯერ არ-გამოსული iPhone 7S Plus და iPhone 8. მიჩნეულია, რომ ეს დიაგრამები გამოყენებული იქნა ამ ორი სმარტფონის წარმოებაში.

დავიწყოთ iPhone 8-ით, რომლის ზომები სიგრძეში 143.4, სიგანეში 70.77, ხოლო სისქეში 7.51 მილიმეტრს შეადგენს (სისქის რიცხვში არ იგულისხმება ორმაგი კამერის მასიური “ამობურცულობა”). როგორც სხვა ინფორმაციიდან არის დადასტურებული, iPhone 8-ს ექნება უჩარჩო OLED ეკრანი, რომლის ზემოთ განთავსებული იქნება პატარა ჭრილი დინამიკისთვის, სენსორებისთვის და კამერებისთვის, რომელთა შორის არის სახის ამომცნობი 3D და თვალის გუგის წამკითხველი ინფრაწითელი კამერაც. მოწყობილობის უკან ვერტიკალურადაა განთავსებული ორმაგი კამერის მოდული, TouchID თითის ანაბეჭდის სენსორი კი ეკრან-ქვეშაა მოქცეული, რაც Apple-ის ინჟინერმაც დაადასტურა არც თუ ისე დიდი ხნის წინ.

iPhone 7S Plus-ს რაც შეეხება, მისი ზომები სიგრძეში 158.38, სიგანეში კი 78.1-ია მილიმეტრია, რაც შედარებით iPhone 7 Plus-ის ზომებთან (158.2 x 77.9) ცოტათი შეცვლილია, დაპატარავებულია სიგრძე და გადიდებულია სიგანე. დიზაინს რაც შეეხება, წინიდან და უკნიდან ის იდენტური იქნება ამავე თაობის iPhone 7/7 Plus-ის.


გააზიარე

დაბრუნება Posts