Google Pixel 2-ის ეკრანი 16:9 ფორმატის 5.6 დიუმიანი იქნება

დაბრუნება Posts

Google Pixel 2-ის ეკრანი 16:9 ფორმატის 5.6 დიუმიანი იქნება


Gfxbench-ზე Google-ის ახალმა ფლაგმანურმა სმარტფონმა გაიარა ტესტირება და მის შემადგენლობაში არასსტანდარტული ზომის 16:9 ფორმატის 5.6 დიუმიანი ეკრანი დაფიქსირდა (ეკრანის რეზოლუცია გახლავთ 1312x2560p. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Gfxbench ტესტებში არ ჩანს ღილაკების ადგილი, რაც რეზოლუციის მაჩვენებლებში აისახება). გარდა ეკრანის ზომისა, ტექნიკურ მახასიათებლებში იკვეთება Snapdragon 835-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება.


გააზიარე

დაბრუნება Posts