E3 2017: Sony PlayLink-ი PS4-ისთვის

დაბრუნება Posts

E3 2017: Sony PlayLink-ი PS4-ისთვის


როგორც მოგეხსენებათ, Sony-ის სათამაშო კონსოლების დივიზია, PlayStation-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ალბათ, თითოეულ თქვენგანს, როგორც მე ბავშვობაში გქონიათ Sony PlayStation-ზე თამაშის ბედნიერება. სულ ახლახანს, E3 2017-ზე კომპანიამ წარადგინა PlayLink-ი თავისი კონსოლის, PS4-ისთვის. ეს გახლავთ ახალი საშუალება მიიღოთ თამაშებით სიამოვნება თქვენს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

PlayLink-ი აერთიანებს თქვენს სმარტფონსა და პლანშეტურ კომპიუტერს, ტელევიზორსა და PS4 კონსოლს იმ ახალ თამაშებთან, რომელთა დაგემოვნებას სენსორულ და კამერის შესაძლებლობის მქონე მოწყობილობებზე შეძლებთ. PlayLink-ის კოლექცია მოიცავს სხვადასხვა თამაშებს, თუ გაქვთ სმარტფონი ან პლანშეტი, მასში დაინსტალირებული უფასო კომპანიონი აპლიკაცია და თუ თქვენი PS4 დაკავშირებულია ტელევიზორთან, მაშინ თქვენ თავისუფლად შეძლებთ სხვადასხვა თამაშით ისიამოვნოთ.

მაგალითად: ასეთი Card Game-ი, რომელშიც დაახლოებით ხუთ მონაწილეს შეუძლია თამაში. მოთამაშეები იღებენ სურათებს საკუთარი სმარტფონების კამერით, ხოლო თამაშში აისახება მათ მიერ გადაღებული ფოტოები. შემდგომ თითოეულმა ქვიზ კითხვებს ყურადღებით უნდა გასცეს პასუხი, ისე რომ სხვა მონაწილეებმა არ დაინახონ. ეს  ყველაფერი კი ტელევიზორის ეკრანზე იქნება გამოსახული. დემონსტრაციისთვის იხილეთ ვიდეოები:

 


გააზიარე

დაბრუნება Posts