ASUS ZenBook Flip S: ყველაზე თხელი ჰიბრიდული ლეპტოპი
ეძებთ ახალ ლეპტოპს სამუშაო ან საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის? არ იცით როგორი ან რომელი ბრენდი აირჩიოთ? გაგიადვილებთ ამ მომაბეზრებელ საქმეს, რადგან Asus-მა უახლესი და ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე თხელი ჰიბრიდული ლეპტოპი წარადგინა – Asus ZenBook Flip S
ASUS-მა ტაივანში გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოებას ახალი ლეპტოპები და კონვერტირებადი მოწყობილობები წარუდგინა, რომელთა შორის გამორჩეული ზუსტადაც ZenBook Flip S-ია, კომპანიის ცნობით, ის მსოფლიოში ყველაზე თხელი კონვერტირებადი 2-1-ში ლეპტოპია. თუ კი ამ მოწყობილობის გაბარიტებს შევთეხავთ, მივხვდებით რომ ეს მხოლოდ მარკეტინგი არაა და ის სავსებით შეესაბამება რეალობას. ლეპტოპი სისქით – 10.9მმ, ხოლო წონით სულ რაღაც – 1.1 კილოგრამია. კონკურენტებთან შედარებით ასეთი პარამეტრები ნამდვილად ინოვაციურია, მსგავსი შედეგის მიღწევა ASUS-ის ინჟინრებმა NanoEdge ტექნოლოგიის დახმარებით შეძლეს, რომელიც ყველა არსებული საზღვრის შემცირებას ითვალისწინებს.
გარდა საზღვრების შემცირებისა, ASUS-მა მრავალი ახალი მინერალი თუ მატერია გამოიყენა ლეპტოპის მსგავსი თხელი დიზაინის მისაღწევად. ინჟინრებმა გამაგრილებელი ფრთები თხევადკრისტალური პოლიმერისგან შექმნეს, რაც მას მხოლოდ და მხოლოდ 0.3მმ სისქეს ანიჭებს. რაც შეეხება მოწყობილობის სისტემურ მხარეს, ის Microsoft-ის უახლეს Windows 10S-ზე მუშაობს, რომელსაც ბიომეტრული სენსორების: თითის ანაბეჭდის სკანერისა და თვალის გუგის სკანერის მხარდაჭერა აქვს, რაც მომხმარებელს დამატებით უსაფრთხოებას სთავაზობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ASUS ZenBook Flip S-ი Intel-ის წარმოების უახლესი თაობის i7 პროცესორზე მუშაობს 3.5 გიგაჰერცი სიხშირით, რომელსაც სუპერ სწრაფი – 1 ტერაბაიტიანი SSD უწევს კომპანიონობას.
რაც შეეხება ლეპტოპის ეკრანს, იგი 4k გაფართოებისა და 13.3 ინჩის ზომისაა, რომელსაც შეუძლია ციფრული კალმის 1024 წერტილოვანი შეხების აღქმა, რომელიც მასზე მუშაობას ხელოვანთათთვისაც სასურველსა და მოხერხებულს გახდის. ამ მაღალტექნოლოგიური კომპიუტერის შეძენას სექტემბერში $1099 შეძლებთ.
ASUS-მა ასევე დააანონსა VivoBook Pro N580, მათთვის ვისაც უფრო მეტი ძალა და სისწრაფე სჭირდება. ეს უკანასკნელი Core i7-7700 HQ-ზე მუშაობს, აქვს ჩაშენებული NVIDIA GTX1050 ვიდეო ამაჩქარებელი, რომელიც სისტემაში მუშაობას ულტრა სწრაფს ხდის. გარდა მძლავრი ვიდეოდაფისა და პროცესორისა ლეპტპი აღჭურვილია 16GB მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით, რაც საშუალებას მოგცემთ რამოდენიმე აპლიკაცია ერთდროულად მართოთ სამუშაო სივრცეში. VivoBook Pro N580 არ არის Flip S-ის მსგავსი, იგი ბევრად სქელია, კერძოდ კი მისი სისქე 19.2მმ შეადგენს, ვინაიდან მას ორმაგი გაგრილების სისტემა და ალუმინის კორპუსი აქვს, რომლის შექმნაშიც სამწუხაროდ NanoEdge ტექნოლოგია არ გამოიყენეს. სამწუხაროდ, ASUS-ს არ უთქვამს თუ როდის და რა ფასად შეძლებს მომხმარებელი ამ მონსტრით ტკბობას.
თუკი თქვენ სახლის სტაციონარ კომპიუტერს ეძებთ, ASUS-მა მსგავსი მოდელიც შემოგვთავაზა, სახელწოდებით: Zen Z241, რომელიც გამოირჩევა თავისი ფასიათა და ტექნიკური მახასიათებლების თანაფარდობით. ამ კონკრეტული კომპიუტერის შეძენის შემთხვევაში მიიღებთ მონიტორს, რომლის კორპუსის ფარდობა ეკრანთან 88%-ია და მისი გამაფრთოება 1080p ანუ Full HD-ის შეადგენს, ასეთი გაფართოების ეკრანისათვის NVIDIA GTX 1050 საუკეთესო კომპანიონია, იგი სისტემური უზრუნველყოფის შიდასახეს მოდუნების საშუალებას არ მისცემს და არ გექნებათ ე.წ “ჩავარდნილი კადრების” ანომალია თამაშებში. სამწუხაროდ ამ სტაციონარი კომპიუტერის გაყიდვების ვადები და სავარაუდო ფასები ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი.