Windows 10\10 Mobile-ზე Instagram-ის ოფიციალური აპლიკაცია ახალი ფუნქციონალიზმით აღიჭურვა

დაბრუნება Posts

Windows 10\10 Mobile-ზე Instagram-ის ოფიციალური აპლიკაცია ახალი ფუნქციონალიზმით აღიჭურვა


გადავხედოთ წინა წლებს, როდესაც ჯერ კიდევ Windows Phone 8.0\8.1-ზე არ იყო სრულყოფილი, ყოველდღიურად გამოსაყენებელი და პოპულარული აპლიკაციები, როგორიცაა Instagram-ი, Facebook-ი, Messenjer-ი და სხვა. ამ სტატიაში აქცენტს Instagram-ზე გავაკეთებ, რომლის თითქმის სრულყოფილი ვერსიაც არც თუ დიდი ხანია რაც ვიხილეთ Windows პლატფორმაზე.

Windows 10-სა და Windows 10 Mobile-ის გამოსვლის შემდეგ, სმარტფონებზე ჯერ კიდევ ძველი, არც ისე მიმზიდველი ინტერფეისის მქონე, ფუნქციონალურად შეზღუდული Instagram-ის ბეტა აპლიკაცია მუშაობდა, რომელიც რაიმე სახის განახლებას ათასში ერთხელ თუ იღებდა, ისიც იშვიათად. საბოლოოდ, Windows 10 Mobile გადაეწყო ახალ ბირთვზე, გაჩნდა იდეა და შესაძლებლობა, რომ ისეთი პოპულარული აპლიკაციები, რომლებიც IOS-სა და Android-ზე იყო ხელმისაწვდომი, დაეპორტირებინათ Windows საოპერაციო სისტემაზე, ანალოგიური ფუნქციონალიზმით. როგორც იქნა, დეველოპერებმა დააპორტირეს Instagram-ის ოფიციალური აპლიკაცია და უფრო მეტიც, ის უნივერსალურ პლატფორმული გახადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ Windows 10 PC-ის მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია დააყენოს აღნიშნული აპლიკაცია დესკტოპ კომპიუტერზე. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტექნიკური შეცდომები მაინც იჩენდა თავს, როგორიცაა აპლიკაციიდან უეცარი თავისით გამოსვლა, ხარვეზები სქროლინგის დროს და ა.შ.

დღესდღეობით შეცდომები აპლიკაციაში ნაკლებად გვხვდება, მაგრამ არის ერთი დიდი მინუსი: ყოველი ახალი განახლება, რომლითაც Instagram-ის აპლიკაცია უამრავ ახალ ფუნქციას იძენს IOS-სა და Android პლატფორმაზე, გაცილებით გვიან ხდება ხელმისაწვდომი Windows 10\10 Mobile-ზე, ზოგჯერ შეიძლება თვეები დააგვიანდეს. სწორედ, მათ შორისაა Instagram-ის ახალი ფუნქცია Windows სისტემისთვის, რომელიც 5 თვის წინ გამოვიდა IOS-სა და Android-ზე. დაახლოებით ერთი კვირის წინ, Windows მომხმარებლებს უკვე შეეძლოთ დაეგემოვნებინათ აღნიშნული სიახლე.


ეს გახლავთ ფუნქცია Disappearing Photos And Videos, რომლის დანიშნულება შემდეგშია: Direct Messages-ის განყოფილებიდან, რომელიც აპლიკაციის მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარეობს, შესაძლებელია ფოტოსა და ვიდეოს გაგზავნა, რომლებიც ნახვის შემდეგ ქრება. რა თქმა უნდა, ნება დართულია სურათზე ან ვიდეოზე მოხატვა ან სტიკერის დამატება, რომელიც ძალიან ჰგავს Snapchat-ის Ephemeral-Style Messages-ებს. ამასთანავე, ამ განახლებაში თქვენ აღმოაჩენთ კიდევ ერთ ახალ დამატებულ შესაძლებლობას: ერთ პოსტში რამდენიმე სურათის ან ვიდეოს ატვირთვა. საერთო ჯამში 10 სურათის ატვირთვაა შესაძლებელი ერთ პოსტში, რომელსაც თქვენი Instagram „ფოლოვერები“ დაათვალიერებენ ისე, როგორც ფოტო გალერეაშია შესაძლებელი. ზემოთ აღნიშნული
 ფუნქციები უკვე ხელმისაწვდომია დასაგემოვნებლად, ხოლო ვერსიის ნომერი PC-ზე არის 10.849.31554.0 და მობილურებზე კი – 10.849.31563.0


გააზიარე

დაბრუნება Posts