Sony-ს ახალი A9 გვაჩვენებს პროფესიონალური კამერების განვითარების უახლეს ეტაპს, თუ როგორ შლის ის სრულად ახალ ფურცელს ჩვენს წინაშე

დაბრუნება Posts

Sony-ს ახალი A9 გვაჩვენებს პროფესიონალური კამერების განვითარების უახლეს ეტაპს, თუ როგორ შლის ის სრულად ახალ ფურცელს ჩვენს წინაშე


19 აპრილს SONY-მ ნიუ იორკში საზოგადოებას ახალი კამერა – SONY A9 წარუდგინა, რომელიც A7-ის მომდევნო, განახლებული მოდელია. კომპანიის თქმით, ეს კამერა შექმნილია ინდუსტრიაში საუკეთესო ტექნოლოგიებით. ასევე, რაც მთავარია, კამერის შექმნისას კომპანიამ გაითვალისწინა მოხმარებლის მოთხოვნები და რჩევები, რომლებიც პროდუქტს  კიდევ უფრო მეტად სასურველს ხდის ხალხისთვის.

ახალი კამერა გაუმჯობესებულია ყველა კუთხით, იქნება ეს ტექნიკური თუ ესთეტიკური მხარე. მისი კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: გააჩნია 24.2 მეგაპიქსელიანი CMOS სენსორი, 6000×4000 პიქსელზე გაფართოებით, რომლის ფოკალური განივკვეთი 35მმ, ხოლო სენსორის ზედაპირზე განთავსებული თითოეული დიოდის ზომა – 5.93 მიკრონს შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ სენსორი 3:2 ფორმატისაა, რაც ფოტოებს უფრო დიდ მოცულობასა და სიცოცხლეს მატებს.

რაც შეეხება ფოტოების გადაღებასა და მათ შემდგომ დამუშავებას, რა თქმა უნდა, კამერა იღებს JPEG ფორმატის სურათებს, რომლის კრისტალურ ხარისხზე BIONZ X პროცესორი ზრუნავს. ის ასუფთავებს ფოტოს ციფრული ხმაურისა და ხელოვნური დამუშავების გადაჭარბებისგან. გარდა ამისა, ჩიპი განაპირობებს კამერის მაღალ სისწრაფეს, კონკრეტულად კი – 20 კადრი წამში ინტენსიობით, რაც დღესდღეობით საუკეთესო მაჩვენებელია ნებისმიერი კამერის კლასში, იქნება ეს უსარკო თუ ციფრული-SLR კამერა.

საბოლოოდ, რა შეგვიძლია ვთქვათ სონის ახალ, მართლაც რომ ინოვაციურ კამერაზე? არის თუ არა ის უნაკლო?

პირველი-ის უდავოდ ინოვაციურია.

მეორე – იდეალურია სპორტული და დაბალი განათების მოყვარულთათვის.

მესამე – ახალი დამუშავებელი პროცესორის წყალობით, კამერა კრისტალურად სუფთა და მკვეთრ სურათებს იღებს ნებისმიერ სიტუაციაში.

მეოთხე – აქვს უსწრაფესი ფოკუსი.

მეხუთე – გააჩნია ორი მეხსიერების ბარათის სლოტი, რაც უფრო მეტი ფოტოს გადაღების საშუალებას და შენახვას იძლევა.

რაც შეეხება მინუსებს, ისინი მხოლოდ ორი ასპეკტისგან შედგება:

ის ძალიან ძვირია ($3999 მხოლოდ კამერის სხეული ღირს ლინზის გარეშე)

მეოე მინუსი კი – მასზე შეუძლებელია სხვა კამერის ლინზების მორგება ან თუნდაც მისივე წინამორბედის – A7ის ლინზის გამოყენებაც კი, ეს კი დამატებით ხარჯს განაპირობებს ისედაც ძვირი კამერისთვის.

საბოლოო ჯამში, SONY-მ შემოგვთავაზა ნამდვილად ინოვაციური და მომხმარებელზე ნაწილობრივ ორიენტირებული ციფრული კამერა, რომელიც ბევრი თქვენგანის გულს მოიგებს და თქვენი ყოველდღიური ცხოვრების მეგზური გახდება. “ნაწილობრივ ორიენტირებული” კი იმიტომ, რომ საბოლოო მინუსები იმდენად დიდია, რომ ბევრს შესაძლოა გადააფიქრებინოს ყიდვის სურვილი, რადგანაც უმრავლესობას კროს-თავსებადობა და სხვა ლინზების დაყენების მოქნილობა უფრო მოსწონს.


გააზიარე

დაბრუნება Posts