Sony Xperia XZ-ის კამერა: ფოტო ტური მსოფლიოს ღირშესანიშნავ ადგილებში

დაბრუნება Posts

Sony Xperia XZ-ის კამერა: ფოტო ტური მსოფლიოს ღირშესანიშნავ ადგილებში


დღესდღეობით, ჩვენთვის გასაკვირი აღარაა ის ფაქტი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სმარტფონების კამერები ანაცვლებენ პროფესიონალურ აპარატებს. ტელეფონების ფოტოგადაღება იმ დონეზე დაიხვეწა, რომ თითქმის, უტოლდება ციფრული კამერის ხარისხს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვეულებრივი ფოტომოყვარული უფრო კომპაქტურ მოწყობილობას მიანიჭებს უპირატესობას, რადგან ფოტოზე ყოველდღიური ცხოვრების აღბეჭდვა ასე უფრო მოსახერხებელია. მაგრამ, ბაზარზე უამრავ სმარტფონს ვხვდებით განსხვავებული ხარისხის კამერებით, ხოლო არჩევანის გაკეთება ისევ და ისევ მომხმარებელზეა დამოკიდებული.

 

თავისთავად, არსებობს ისეთი ბრენდები, რომელიც გამოირჩევიან ფოტო გადაღებით. რა საკვირველია, ბაზარზე მობილურების ბევრი მწარმოებელი კომპანია ვერ ახერხებს ხარისხიანი კამერების შექმნას, რაც პრინციპში ბრენდების მცირე რაოდენობას გამოსდის.

Sony-ი ირწმუნება, რომ Xperia XZ-ი არის ისეთი კამერაფონი, რომელსაც 23 მეგაპიქსელიანი სონის სენსორი და მომხარებელზე მორგებული კამერის ინტერფეისი აქვს, თავისი უამრავი ფუნქციონალიზმით. მაგრამ ფოტოგრაფია არ ნიშნავს მხოლოდ მოწყობილობის მონაცემებსა და შესაძლებლობებს. ეს ნიშნავს ერთგვარ ხედვას იმის მიმართ, რასაც ვუყურებთ და თუ როგორ ვაწვდით ხალხს ამის ინდივიდუალურ აღქმას.

ამიტომ, Sony-იმ გადაწყვიტა, რომ გადავიღოთ არა მარტო ლამაზი სურათები, არამედ მოგვცეს სხვადასხვა პერსპექტივა და შესაძლებლობა, რომ კადრზე დავაფიქსიროთ მსოფლიოს ყველაზე ღირშესანიშნავი და ფოტოგადასაღები ადგილები. ამისთვის მუშაობდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რათა ენახებინათ ის, რომ საჭირო არაა სურათის გადაღება ერთი კუთხიდან, რასაც ყველა აკეთებს. მათი თქმით, ცოტა შემოქმედების დამატება საკმარია იმისთვის, რომ განსაცვიფრებელი შედეგი მიიღოთ.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც სწორედ Sony Xperia XZ-ითაა გადაღებული. შედეგები ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულ სმარტფონს საოცარი კამერა აქვს.

იხილეთ სურათები:


გააზიარე

დაბრუნება Posts