OLED ეკრანის მქონე Iphone 8-ზე 3D Touch-ის კომპონენტები 150%-ით ძვირი დაჯდება

დაბრუნება Posts

OLED ეკრანის მქონე Iphone 8-ზე 3D Touch-ის კომპონენტები 150%-ით ძვირი დაჯდება


ჭორებს იმის შესახებ, რომ Apple-ი აპირებს ათი წლისთავზე განსაკუთრებული Iphone-ის გამოშვებას, თანდათან უფრო რეალობიკენ მივყავართ. კომპანიის 2017 წლის მომავალი ფლაგმანი, Iphone 8 აღიჭურვება OLED ტიპის ეკრანით. ასევე გავრცელდა ხმები, რომ Apple-ის პრემიუმ კლასის სმარტფონის ღირებულება დაახლოებით 1000$-ს მიაღწევს.

LCD-სა და OLED ტიპის ეკრანებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, რაც ცხადია გულისხმობს 3D Touch-ის ჩაშენების განსხვავებულ მეთოდს. ჩინური მედიის, Economic Daily Times-ის ცნობით, LCD ეკრანებში 3D Touch-ის სენსორები პირდაპირ უკავშირდება პანელს. რაც შეეხება OLED ტიპის ეკრანებს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა OLED პანელზე დამატებითი შუშის არსებობა ეკრანის გასამაგრებლად, როგორც წინიდან, ისევე უკანა მხრიდან.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, OLED ეკრანის მქონე Iphone-ზე 3D Touch-ის კომპონენტების ფასი 150%-ით მეტი იქნება. სენსორული პანელის მწარმოებელი კომპანია TPK, ერთ ცალ Iphone-ის 3D Touch-ის ნაწილებში ხარჯავს 7$-დან 9$-მდე. მაგრამ ახალი Iphone-ის შემთხვევაში, მხედველობაში მაქ OLED ტიპის ეკრანიანი მოდელი, ფასები გაორმაგდება და ნაწილები დაჯდება 18$-სა და 22$-ს შორის.

შეგახსენებთ, რომ Apple-მა 3D Touch-ი პირველად 2015 წელს წარმოგვიდგინა Iphone 6S-სა და 6S Plus მოდელებში ჩაშენებული. აღნიშნულ ტექნოლოგიას ისეთი შესაძლებლობები და ფუნქციები გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, აპლიკაციის გახსნამდე ეკრანზე თითის ღრმად დაჭერა. ამ დროს თქვენ დაინახავთ ლიმიტირებულ სწრაფ ფუნქციებს, რომლის განხორციელებაც შეგიძლიათ თითის ერთი შეხებით აპლიკაციის გაშვებამდე.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით Iphone 8-ს ექნება ვირტუალური სახლის ღილაკი; 3D წინა კამერა; ასევე ორი, ვერტიკალურად განლაგებული მთავარი კამერა; უსადენო დამუხტვა; ეკრანქვეშ განთავსებული თითის ბიომეტრიული სკანერი; სახისა და თვალის ბადურის ამომცნობი სკანერი და რა თქმა უნდა, OLED პანელი. აშკარაა ის ფაქტი, რომ Apple-ი რაღაც განსაკუთრებულს გვიმზადებს, ხოლო ჩვენ ისღა დაგვრჩენია შევინარჩუნოთ მოთმინება და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts