Microsoft-ის სამომავლო ტელეფონები არ დაემსგავსება დღევანდელ სმარტფონებს

დაბრუნება Posts

Microsoft-ის სამომავლო ტელეფონები არ დაემსგავსება დღევანდელ სმარტფონებს


მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ს 2015 წლის შემდეგ ახალი ფლაგმანური ტელეფონები არ გამოუშვია, მხედველობაში მაქვს Lumia 950\950XL-ი, მას ამ კუთხით სამომავლო გეგმები გააჩნია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Microsoft-ის სამომავლო ტელეფონები სულაც არ დაემსგავსება ისეთს, როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

სატია ნადელამ (Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი) განაცხადა, რომ ისინი კვლავ არიან დაინტერესებული შექმნან ახალი სმარტფონები. თუმცა, ახალ პროდუქტს ისეთივე გადაკეთებული სახით ვიხილავთ, როგორც ეს Surface-ის ხაზის შემთხვევაში მოხდა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევქმნით უფრო მეტ ტელეფონს, მაგრამ ისინი არ დაემსგავსება დღევანდელ არსებულ სმარტფონებს.“ – განაცხადა ნადელამ.

ასევე, მისივე თქმით, Surface ხაზი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩამოყალიბდა ახალი კატეგორია, ორი ერთში (2 in 1), ანუ ორი სხვადასხვა მოწყობილობისა და შესაძლებლობების ერთში გაერთიანება. ახალმა კატეგორიამ წარმატება მალევე მოიპოვა, ხოლო ამ მიმართულებით კომპანია კიდევ ეცდება შემოგვთავაზოს აქამდე არ არსებული პროდუქტი.

კომპანიამ შეარჩია ძალიან სპეციფიური მიმართულება და კონცენტრაცია გააკეთა მართვაზე, დაცულობასა და ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რასაც ჩვენ Continuum-ს ვეძახით, რომლის საშუალებითაც ტელეფონი ხდება ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერივით. სამწუხაროდ, სრული ორიენტირება Continuum-ზე არ აღმოჩნდა მაინცდამაინც კარგი გადაწყვეტილება.

სინამდვილეში, Continuum-ი არის პატარა მოსახერხებელი ფუნქცია, რომლითაც ტელეფონს აკავშირებთ მონიტორთან, კლავიატურასა და მაუსთან, რომ მიიღოთ პერსონალური კომპიუტერის მაგვარი გამოცდილება. Samsung-მა სცადა იგივე გაეკეთებინა და გამოუვიდა კიდეც Galaxy S8 Dex dock-ის საშუალებით. იმის მიუხედავად, რომ უფრო ელეგანტურად გამოიყურება და უკეთესადაც მუშაობს ვიდრე Continuum-ი, ალბათ მაინც ცოტა ადამიანი თუ იყიდის მას.

ამით Microsoft-მა თუ მიიღო გაკვეთილი, ის აღარ შეეცდება შექმნას ტელეფონი, რომელიც შეითავსებს კომპიუტერის ფუნქციებს. მაშინ ისმის კითხვა, რას შეიძლება ჰგავდეს Microsoft-ის ახალი ტელეფონი? პასუხი რთული გასაცემია, მაგრამ ჩვენში აღტაცებას გამოიწვევს ის, რომ ვიხილოთ რაიმე ჰოლო პროექტორის მსგავსი მოწყობილობა.

იმის მაგივრად, რომ გაემარჯვათ, ბრძოლა უკვე წაგებულია. Microsoft-ს სჭირდება რამე ახალი, დიდი მასშტაბის. კომპანია მუშაობდა Surface Pro-ზე, იგივე სტრატეგიით შექმნა HoloLens-ი, ხოლო ახლაც მას სჭირდება ისეთივე პროდუქტი, რომელიც ზედმეტად ინოვაციური იქნება მსოფლიოსთვის.

1.59%-იანი საბაზრო წილის ფონზე, შედარებისთვის IOS-ს აქვს 31.06%, ხოლო Android-ს 65.19%, Microsoft-ს ნამდვილად სჭირდება ტელეფონის გადაკეთების ჭკვიანური იდეა.


გააზიარე

დაბრუნება Posts