Lenovo-ს IdeaPad, FlexPad და Legion სერიის ახალი სათამაშო ლეპტოპები

დაბრუნება Posts

Lenovo-ს IdeaPad, FlexPad და Legion სერიის ახალი სათამაშო ლეპტოპები


სულ ახლახანს, Lenovo-მ წარადგინა თამაშებზე ორიენტირებული ახალი IdeaPad, FlexPad, და Legion ხაზის ლეპტოპები. Lenovo-ს Idepad-ის სერია მოიცავს განახლებულ IdeaPad 320-ს. ასევე, ორ Slim ვერსიას, IdeaPad 320S-სა და IdeaPad 720S-ს. კომპანიამ FlexPad-ის ხაზით წარმოადგინა ახალი Flex 5-ი, ხოლო Lenovo-ს ყველაზე მძლავრ სათამაშო ლეპტოპად მოგვევლინა Legion Y920-ი. ახლა, შედარებით სიღრმისეულად გავეცნოთ აღნიშნულ ლეპტოპებს.

IdeaPad 320

Lenovo IdeaPad 320-ი ხელმისაწვდომია ორ ზომაში, 15.6 და 17.3 ინჩიანი ეკრანებით. ორივე მათგანი აღჭურვილია Intel-ის 7 თაობის “Kaby Lake”-ის პროცესორით, 2 ტერაბაიტი შიდა მეხსიერებით (SATA HDD), 16 გიგაბაიტი RAM-ითა და თითის სკანერით Windows Hello-სთვის. პატარა, 15.6 ინჩიან ვარიანტს სენსორული ეკრანი აქვს. ორივე IdeaPad 320-ს აქვს USB Type-C პორტი. ლეპტოპები ხელმისაწვდომია Onyx შავსა და Platinum ნაცრისფერში.

IdeaPad 320S

Lenovo-მ წარმოგვიდგინა IdeaPad 320S-ი, როგორც „Microsoft Surface Laptop”-ის იაფიანი ალტერნატივა. IdeaPad 320S-ი ხელმისაწვდომია სამ ფერში: Colar წითელში, Mineral ნაცრისფერსა და Snow თეთრში. აღნიშნული ლეპტოპიც ორ, 14 და 15.6 ინჩიან ვარიანტებად იყოფა. ასევე, აღჭურვილია Intel i7-ის პროცესორითა და 8 გიგაბაიტი RAM-ით. 256 გიგაბაიტ SSD-ს ვხვდებით 14 ინჩიან მოდელში, ხოლო 512 გიგაბაიტ SSD-ს კი – 15.6 ინჩიანში. ფასები იწყება 739.99 $-დან (14 ინჩიანის) და 749.99 $-დან (15.6 ინჩიანის შემთხვევაში).

 

IdeaPad 720S

IdeaPad 720S-ი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მეტი RAM მეხსიერება სურს. ლეპტოპი აღჭურვილია Intel-ის მეშვიდე თაობის i7-ის პროცესორით, 16 გიგაბაიტი RAM-ითა და 512 გიგაბაიტი PCIe მყარი დისკით. საბაზისო ფასი იწყება 969.99 $-დან.

Flex 5

Lenovo-ს Flex 5-ი ორ ვარიანტადაა ხელმისაწვდომი, 14 და 15 ინჩიანი ეკრანის ზომებით. მას აქვს Intel i7-ის პროცესორი, 16 გიგაბაიტი RAM-ი და 1 ტერაბაიტი HDD-ი. ასევე, ლეპტოპს აქვს ინტეგრირებული კალმის მხარდაჭერა, 360 გრადუსიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ლეპტოპის სხვადასხვა პოზიციით დაყენებას. ამასთანავე, ხელმისაწვდომია 4K UHD IPS ეკრანი და თითის სკანერი. ფასები იწყება 719.99 $-დან 14 ინჩიანი მოდელის, ხოლო 829.99 $-დან კი – 15 ინჩიანი ვარიანტის შემთხვევაში.

Legion Y920

ეს არის ყველაზე მძლავრი სათამაშო ლეპტოპი რაც კი აქამდე Lenovo-ს  გამოუშვია. Legion Y920-ის შემადგენლობაშია მეშვიდე თაობის Intel Core i7-7820HK-ი/i7-7700HQ-ი, NVIDIA GTX 1070 (8 გიგაბაიტი) GDDR5 ვიდეო დაფა, 16 გიგაბაიტი RAM მეხსიერება, 512 გიგაბაიტი SSD-ი/1 ტერაბაიტი HDD-ი, Dolby Home Theatre აუდიო სისტემა, 2 ცალი 2 ვატიანი JBL დინამიკები, 3 ვატიანი ბას საბვუფერი და 17.3 ინჩიანი FHD (1920×1080) Gsync IPS ეკრანი. ლეპტოპის ფასი იწყება 2 699.99 $ დან.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts