Essential Phone-ი: ახალი სიტყვა სმარტფონების ინდუსტრიაში
სულ ახლახანს, Android-ის შემქმნელმა, Andy Rubin-მა თავისი სიტყვა თქვა სმარტფონების ინდუსტრიაში. მან წარმოგვიდგინა მობილურის სრულიად ახალი ბრენდი, Essential Phone-ი. Rubin-მა ამით დაგვანახა, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის Android სმარტფონი.
ტელეფონს აქვს მინიმალური სისქის ჩარჩოები და წინა პანელს თითქმის მთლიანად ეკრანი იკავებს. თან Galaxy S8-სთან შედარებით უფრო დიდი ადგილი აქვს დათმობილი. ამასთანავე, აღნიშნული სმარტფონი მოდულური ტელეფონის ტიპს მიეკუთვნება. Essential Phone-ი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ისეთი ბრენდის ტელეფონებს, როგორიცაა Apple Iphone-ი, Samsung Galaxy-ი და სხვა.
Essential Phone-ი აღჭურვილია Qualcomm-ის ბოლო თაობის Snapdragon 835 პროცესორით, 4 გიგაბაიტი RAM-ითა და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. ამას დამატებული ისიც, რომ Rubin-ის ტელეფონი განსხვავდება სხვა ფლაგმანური სმარტფონებისგან: მას არ აქვს წინასწარ დაყენებული, გამოუყენებელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აფერხებს ტელეფონის სისტემის სწრაფად მუშაობას. რაც მთავარია, Essential Phone-ს არ აქვს ლოგო, რომელიც უამრავ ფლაგმანურ თუ ბიუჯეტურ ტელეფონზეა დატანილი სხვადასხვა წარწერითა ან ლოგოთი. ეს მოწყობილობის მინიმალიზმზე მეტყველებს. Andy Rubin-ი საკუთარ სამ პრინციპს გვიზიარებს Essential Phone-ზე:
- მოწყობილობები არის თქვენი პირადი საკუთრება. ჩვენ არ შევეცდებით ძალდატანებას იმაზე, რაც რეალურად არ გჭირდებათ.
- დახურული ეკოსისტემა აზრთა სხვადასხვაობაა და მოძველებულია.
- მოწყობილობები ყოველ წელს არ უნდა ძველდებოდეს. ისინი თქვენთან ერთად უნდა ვითარდებოდეს.
Essential Phone-ი ყველაფერთან ერთად, საკმაოდ მტკიცეა. მისი კორპუსი ტიტანისგანაა დამზადებული. აღნიშნული მატერია იმდენად მყარია, რომ ტელეფონის კუთხით დავარდნისას, არ ამოტყდება ან გაიკაწრება როგორც ალუმინი. ტელეფონის უკანა მხარე კერამიკისაა, რომელიც აგრეთვე რთულად იკაწრება. რაც შეეხება ფერებს, Essential Phone-ი ხელმისაწვდომია შავ, ნაცრისფერ, თეთრ და ორ ტონიან ვარიანტებად.
ყველაზე საოცარი არის ის, რომ Essential Phone-ის დამაარსებელი ცდილობდა შეექმნა რაღაც ახალი და განსხვავებული. ახალ სმარტფონის უკანა მხარეს, კამერის მოდულის გვერდზე განლაგებულია ორი წერტილი, რომელზეც სხვადასხვა აქსესუარი დამაგრდება. ამ ეტაპზე სმარტფონს ყუთიდანვე მოყვება 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც 50$-ით ზრდის ტელეფონის საერთო ფასს. მოწყობილობა გამოდის მონაცემების გადაცემის უსადენო კონექტორთან ერთად, რომელსაც სისწრაფის 6Gbps-მდე მხარდაჭერა აქვს. Essential-ის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც Iphone-ზე ვხვდებით. მეორე კამერა არის მონოქრომული, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ნათელი სურათების გადაღებას. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია და იღებს 4K რეზოლუციის ვიდეოებს. სმარტფონს ასევე არ აქვს 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი, Iphone 7/7 Plus-ის მსგავსად.
Essential Phone-ის დაჯავშნა შესაძლებელია ახლავე, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მალევე გახდებით მისი მფლობელი, რადგან დაჯავშნა არ მოიაზრება წინასწარ შეკვეთასთან. კომპანია ჯერ არაა მზად, რომ სმარტფონის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაცია მოგვაწოდოს. ის რაც ვიცით, არის ფასი, რომელიც 700$-ს შეადგენს. პრინციპში, საკმაოდ მაღალი ფასია, Iphone-ზე ძვირია და Galaxy S8-ს უტოლდება. ხოლო, 360 გრადუსიან კამერასთან ერთად სმარტფონის ფასი 750$-ს მიაღწევს. ტელეფონი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი მისი გასაყიდად ჩაშვების დღიდან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის ფარგლებს გარეთაც გაიყიდება Essential Phone-ი, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. Rubin-ის ტელეფონს რთული პერიოდი ელოდება წინ, რადგან მოუწევს Apple-ისა და სხვა Android სისტემაზე მომუშავე ფლაგმანური სმარტფონების გამკლავება.
ოპერაციული სისტემა | Android 7 Nougat |
ეკრანი | 5.71 ინჩიანი LTPS LCD; 19:10-ზე ფორმატით; 2560 x 1312-ზე რეზოლუცია; Quad HD-ი |
ზომები და წონა | 141.5 x 71.1 x 7.8 მმ 185 გრამი |
პროცესორი; RAM-ი | Snapdragon 835 (10 ნანომეტრიანი) 4GB RAM მეხსიერება |
კამერები | ორმაგი მთავარი კამერა (13 მპ ორმაგი RGB + მონო შერწყმითი სისტემა) 8 მპ წინა კამერა 4K ვიდეო გადაღებით |
მეხსიერება | 128 გიგაბაიტი UFS 2.0; მეხსიერების ბარათი არ იდება |
ბატარეა | 3,040 მილიამპერი USB-C სწრაფად დასატენად |
განსაკუთრებული მახასიათებლები | ტიტანის კორპუსი; კერამიკული უკანა პანელი; Gorilla Glass 5; მაგნიტური დოკი; 6Gbps უკაბელო აქსესუარების შესაერთებელი; 4 ცალი მიკროფონი ხმაურის ჩამხშობით; Bluetooth 5.0 LE |