Essential სმარტფონი: Android-ის თანადამფუძნებლის, Andy Rubin-ის ახალი ტელეფონი

დაბრუნება Posts

Essential სმარტფონი: Android-ის თანადამფუძნებლის, Andy Rubin-ის ახალი ტელეფონი


ორი წლის წინ Android ოპერაციული სისტემის თანადამფუძნებელმა, Andy Rubin-მა Google-ი დატოვა. მან დაარეგისტრირა კომპანია Essential-ი, რომლის მიზანი იყო ტელეფონების ინდუსტრიაში ჩაბმა. ხოლო ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია, Essential სმარტფონს სავარაუდოდ მაისის ბოლოს წარადგენს. Essential-მა დაპოსტა ტვიტერს გვერდზე, რომ რაღაც უზარმაზარი რამ გვიახლოვდება 30 მაისს. თვითონ Rubin-მა განაცხადა, რომ თითქმის მზადაა ის პროდუქტი, რომელზეც ისინი მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე.

ორი თვის წინ, Andy-მ ტელეფონის თიზერი შემოგვთავაზა, რომელსაც მეტისმეტად მინიმალური ჩარჩოები და კუთხეებში გადაღუნული ეკრანი ჰქონდა. მსგავსებისთვის შეგვიძლია შევადაროთ Samsung Galaxy S8-ისა და LG G6-ის ეკრანებს. მოგვიანებით, Eric Schmidt-მა დაადასტურა, რომ მოწყობილობა იმუშავებს Android-ის ოპერაციულ სისტემაზე. ცნობისთვის, Rubin-ის დადებული ტვიტი, ლოკაციად აჩვენებდა Cupertino-ს, Apple-ის ერთგვარ სახლს, მიუხედავად იმისა, რომ Essential-ის ოფისი მდებარეობს Palo Alto-ში.

ჯერ კიდევ იანვარში, Bloomberg-მა შეგვატყობინა, რომ Essential სმარტფონის პროტოტიპს ჰქონდა მეტალის ჩარჩოები და კერამიკის უკანა პანელი. Rubin-მა ტაპოსტა ისიც, თუ რაზე მუშაობს Essential-ი. ქვემოთ ნაჩვენებ სურათზე ნათლად ჩანს, რომ ტესტავენ 360 გრადუსიან კამერას. საბოლოოდ, კომპანიამ დაადასტურა რომ ახალ სმარტფონს აღნიშნული კამერა ექნება, ნაჩვენებ სურათზე კი ძალიან გავს ლინზას.

Essential-ის Twitter-ის გვერდზე სხვა დეტალი არ გამოქვეყნებულა. კომპანიის პროფილის სურათზე აყენია ლოგო, რომელიც დარეგისტრირდა აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშანთან. @essential Twitter-ის გვერდი აქამდე ეკუთვნოდა სუნამოების ბიზნესს, სანამ Rubin-ი და თავის კოლეგები არ აითვისებდნენ მას.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts