Dell-ის ახალი ჰიბრიდული ლეპტოპი Dell XPS 13 (2 in 1): განხილვა

დაბრუნება Posts

Dell-ის ახალი ჰიბრიდული ლეპტოპი Dell XPS 13 (2 in 1): განხილვა


Dell-მა 2017 წლის CES ღონისძიებაზე ორიგინალი XPS 13-ის განახლებული ვარიანტი XPS 13 (2 in 1, ორი ერთში) წარადგინა. ეს გახლავთ, დღესდღეისობით ერთ-ერთი საუკეთესო Windows პლატფორმაზე მომუშავე ჰიბრიდული მოწყობილობა, რომლის შეძენაც თავისი ფასის სეგმენტში იდეალური გადაწყვეტილებაა.

დიზაინი და ეკრანი

XPS 13-ის სამუშაო დაფა „სოფტ-თაჩის“ მასალითაა გაფორმებული. ზედა მხარეს დამუშავებული მეტალი აკრავს, რომელიც მიმზიდველ დიზაინს სძენს მოწყობილობას. Dell-ის ახალ ლეპტოპში გამოყენებულია InfinityEdge ეკრანი, რომლის ჩარჩოებიც მხოლოდ 5.2 მილიმეტრია. კომპანიის თქმით, ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა და კომპაქტური 13.3 ინჩიანი მოდელი, რომლის კორპუსშიც ჩვეულებრივი ლეპტოპის 11 ინჩიანი ეკრანი თავსდება. ყველაზე დიდი ცვლილება არის ის, რომ ეკრანის მოტრიალება შესაძლებელია ოთხი სხვადასხვა პოზიციით, როგორც Lenovo-ს Yoga ხაზის ლეპტოპების შემთხვევაშია. პატარა, მსუბუქი ლეპტოპი, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით ერთგვარ პლანშეტად იქცევა ორ ვარიანტადაა წარმოდგენილი, სენსორული და არასენსორული ეკრანით. ასევე, FHD (1920 x 1080) და Quad HD+ (3200 x 1800) გაფართოების მქონე ვერსიებად იყოფა.

ტექნიკური მახასიათებლები

Dell-ის აღნიშნული ლეპტოპი აღჭურვილია Intel-ის ბოლო, მეშვიდე თაობის პროცესორებით, Kaby Lake Core i5-ითა და Core i7-ით. თუმცა, ჩვენ ვერ ვიხილავთ ჩვეულებრივი Core პროცესორიან მოდელებს. ამ ახალი, გაუგებარი სახელების მიუხედავად, რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს Core M ხაზის პროცესორებთან. ლეპტოპი ხელმისაწვდომია 8 გიგაბაიტი RAM-ითა და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. Dell-ი ირწმუნება, რომ FHD მოდელს 15 საათიანი მუშაობა შეუძლია, ხოლო QHD ვარიანტს კი – უფრო ნაკლები. ჩატარებული ტესტის შედეგად Quad HD ეკრანის მქონე ლეპტოპის მუშაობამ 9 საათი და 11 წუთი აჩვენა, ხოლო FHD-ის შემთხვევაში ტესტმა 13 საათი და 49 წუთი დააფიქსირა.

რაც შეეხება ლეპტოპის შესაერთებლებს. ჩვენ ვხვდებით ორ USB 3.0 პორტს, Thunderbolt 3-ს, SD მეხსიერების ბარათის წამკითხველს, ყურსასმენების ბუდესა და უსაფრთხოების სლოტს.

ერთ-ერთი მოდიფიკაცია თვალსაჩინოებისთვის:

ფასი     1,299 $
ეკრანის ზომა\გაფართოება     13.3 ინჩიანი 1,920 x 1,080 სენსორული ეკრანით
პროცესორი     1.3 გიგაჰერციანი Intel Core i7-7Y75
RAM მეხსიერება     8 გიგაბაიტი DDR3 SDRAM 1,866 მეგაჰერცი
გრაფიკული პროცესორი     128 მეგაბაიტი Intel HD Graphics 615
შიდა მეხსიერება     256 გიგაბაიტი SSD
კავშირგამბულობა                       802.11ac Bluetooth 4.0
ოპერაციული სისტემა     Windows 10 Home (64-ბიტიანი)

ორიგინალი XPS 13-ის ერთ-ერთი მინუსი იყო კამერის მოუხერხებელი მდებარეობა. Dell-მა ეს საკითხი გამოასწორა და ცენტრისკენ გადმოწია ვებკამერა, მაგრამ ვიდეო ზარის განხორციელება კვლავ მოუხერხებელია, რადგან კამერა ზუსტად კლავიატურის თავზეა განთავსებული. მინუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ ელემენტი, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოუვიდა კომპანიას. საბოლოო ჯამში Dell XPS 13 (2 in 1) არის საუკეთესო ვარიანტი არამარტო ჰიბრიდული, არამედ ჩვეულებრივი ლეპტოპის მხრივ. მისი ფასი იწყება 900$-დან მოდიფიკაციის მიხედვით.


გააზიარე

დაბრუნება Posts