Acer-ის ახალი ლეპტოპის, სათამაშოდ ორიენტირებული Predator Triton 700-ის მახასიათებლები და ფასი

დაბრუნება Posts

Acer-ის ახალი ლეპტოპის, სათამაშოდ ორიენტირებული Predator Triton 700-ის მახასიათებლები და ფასი


სულ ახლახანს Acer-მა წარადგინა ახალი სათამაშო ლეპტოპი Predator Triton 700. იგი აღჭურვილია Intel-ის ოთხ ბირთვიანი, GeForce GTX 10 სერიის გრაფიკული პროცესორითა და 16GB RAM მეხსიერებით. კომპანიამ აქცენტი გააკეთა ლეპტოპის მსუბუქ წონაზე მისი მონაცემებიდან გამომდინარე და ამიტომ აღნიშნული მოწყობილობა 2.6 კილოგრამს იწონის.

Acer Preadtor Triton 700-ს ამშვენებს 15.6 ინჩიანი Full HD გაფართოების ეკრანი. იგი ორ ვერსიადაა წარმოდგენილი: Intel Core i5-7300HQ-ს ან Core i7-7700HQ-ს პროცესორებით. როგორც აღვნიშნეთ, ლეპტოპს აქვს 16GB DDR4-2400 RAM მეხსიერება, რომელიც შესაძლოა კონფიგურირდეს ორ 512GB-იან SSD-მდე.

ლეპტოპის  NVIDIA GeForce GTX 10 სერიის ვიდეო წამკითხველს თან ახლავს G-Sync-ის მხარდაჭერა (ეს არის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს კადრის მაღალ გარჩევადობას, რათა არ შეინიშნებოდეს გამოსახულების ბუნდოვანება). ასევე, დანარჩენი ტექნიკური მახასიათებელი შემდეგნაირად გამოიყურება: Rivet Killer Wireless-AC 2×2 802.11ac Wi-Fi, Bluetooth 4.1, DisplayPort-ი, HDMI,  ორი USB 3.0, ერთი USB 2.0 და ერთიც  USB Type-C პორტი. ლეპტოპს აქვს მექანიკური კლავიატურა თავისი განათებითა და  სურვილისამებრ დაპროგრამების შესაძლებლობით. მისი ზომებია 393 x 263 x 18.9 მმ, ხოლო როგორც აღვნიშნეთ, წონა შეადგენს 2.6 კილოგრამს.

 

Acer-ის ახალ, თამაშებისთვის ორიენტირებულ ლეპტოპს აქვს სითბოს შემაკავებელი ხუთი მილი და ორი წვრილი AeroBlade 3D გასანიავებელი. გაგრილების სისტემა დაფარულია Gorilla Glass-ის მოზრდილი ფირფიტით, რომელიც რეაგირებს როგორც სენსორი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლეპტოპის ყველა მახასიათებელი დადასტურებულია, Acer- დაზუსტებით მაინც არ უთქვამს თუ რომელი გრაფიკული პროცესორი ექნება ლეპტოპს. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ GPU ექნება GeForce GTX 10 სერიის.

აგვისტოს თვეში Acer-ი გეგმავს Predator Triton 700-ის გასაყიდად ჩაშვებას ჩრდილოეთ ამერიკაში. ლეპტოპის ფასი კი დაიწყება 2999$-დან.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts