Sony 18:9 ფორმატის ეკრანის მქონე სმარტფონის გამოშვებას არ აპირებს! რას აპირებს მაშინ ის?
Sony-ს მარკეტინგის დირექტორმა Don Mesa-მ ინტერვიუში განაცხადა, რომ Sony არ აპირებ 18:9 ფორმატის ეკრანის გამოყენებას სმარტფონებში, მაშინ როდესაც უკვე LG G6 წარმოდგენილია 18:9 ფორმატის ეკრანით და Galaxy S8 18.5:9 ფორმატის ეკრანით, ასევე Apple-ი აპირებს მსგავსი წაგრძელებული ფორმის ეკრანით სმარტფონის გამოშვებას.
Sony მიზეზად ასახელებს დღევანდელ სტანდარტებს, რაც 16:9 ფორმატის ეკრანებს გულისხმობს. Sony Mobile-ის გარდა მსგავსი ფორმატის გარჩევადობაზე არც Sony Pictures-ი გადადის. Mesa-ს თქმით სმარტფონზე მსგავსი წაგრძელების მქონე ეკრანი არაკომფორტულია, რადგან რჩება დიდი გამოუყენებელი ნაწილი, მაგალითად 5.7 დიუმიანი LG G6-ზე ფილმების, ვიდეოების და თამაშების გაშვების დროს სმარტფონი მხოლოდ 5.19 დიუმს იყენებს. Sony მომავალ სმარტფონებში შეამცირებს კანტების ზომებს, მაგრამ არა ეკრანის წაგრძელების დამსახურებით, არამედ ტრადიციული და სტანდარტული 16:9 ფორმატის ეკრანით
ჩემი აზრი ასეთია: მივესალმები Sony-ს ამ გადაწყვეტილებას და ძალიან გახარებულიც ვარ, რადგან არსებობს კომპანიები, რომლებიც უაზრო ინოვაციების გადაყვეტილებებს არ იღებენ, მაგრამ Sony-ს დიზაინის მთავარი პრობლემა სწორედ ჩარჩოებია. მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ებს უფრო აქვთ ეგ პრობლემა Sony-ში ეს უფრო მგრძნობიარე დეტალია, რადგან ეს არის ბრენდი, რომლსაც შეცდომებს არ პატიობენ და არც ასეთი დეტალი ავიწყდებათ.
საკმაოდ დახვეწილი და მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სმარტფონის Xperia XZ Premium-ი წარდგენის შემდეგ დიზაინერულ ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ ახალ ფლაგმანურ სმარტფონში, რომელიც ტრადიციულად ყოველ სექტემბერს გამოდის კომპაქტურ მოდელთან ერთად.
კომპანია Sharp-მა მოახერხა და მსოფლიოში ყველაზე კომპაქტური სმარტფონი ყველაზე ვიწრო ჩარჩოებით წაგრძელებული ეკრანის გარეშე წარმოგვიდგინა, რომელსაც ტრადიციული 16:9 ფორმატის ეკრანი აქვთ და თან ეკრანის ზომა კიარ გაზარდა, არამედ კვლავ 5.2 დიუმი დატოვა და ის სმარტფონი წინა პანელზე 90 პროცენტს იკავებს! რატომ ვერ მოახერხა ეს Samsung-მა და LG-მ? ძალიან საინტერესოა… 🙂
შეგახსენებთ, რომ ამ სმარტფონის წარდგენა ბევრად ადრე შედგა ვიდრე Xiaomi Mi Mix-ი, LG G6 და Galaxy S8 გამოვიდოდა.