iPhone 8-ის ოფიციალური დიზაინის მონახაზები, ზომები და ფოტო რენდერი

დაბრუნება Posts

iPhone 8-ის ოფიციალური დიზაინის მონახაზები, ზომები და ფოტო რენდერი


ინტერნეტში გავრცელდა iPhone 8-ის დიზაინის ჩანახატი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო დიზაინი აქვს! წინა პანელიდან მოშორებულია ღილაკი და გადატანილია უკან, ძალიან არაპრაქტიკულ ადგილას სადაც ალბათ თითს ვერასდროს დავადებთ! 😉 უკან ასევე განლაგებულია ორმაგი კამერა ვერტიკალურ მდგომარეობაში და ტრადიციულად Apple-ის ლოგო.

როგორც ირკვევა, სმარტფონი 5.8 დიუმიანი 18:9 ფორმატის ეკრანით იქნება წარმოდგენილი და მისი კორპუსის ზომა სიგრძეში იქნება 149.5 მილიმეტრი, ხოლო სიგანეში 72.5 მილიმეტრი. ეკრანი წინა პანელზე დაიკავებს ტერიტორიის 80 პროცენტს, რაც ვიწრო ჩარჩოებს გულისხმობს. 🙂


გააზიარე

დაბრუნება Posts