ბიზნეს ნოუთბუქი – AsusPro BU201

დაბრუნება Posts

ბიზნეს ნოუთბუქი – AsusPro BU201


კომპანია ASUS-მა წარმოადგინა ახალი პორტატული ნოუთბუქი – AsusPro BU201. იმ მატერიალის წყალობით, რითაც დამზადებულია აღნიშნული მოწყობილობა, პირველ რიგში გარანტირებულია მისი საკმაოდ მსუბუქი წონა, ზოგადი მოკლე მიმოხილვისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იწონის სულ რაღაც 1.27 კგ-ს. BU201-ი აღჭურვილია Intel i7-ის პროცესორით და 12.5 დიუმიანია IPS-დისფლეით, ფორმატში – Full HD, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის კი გაეცანით დაბლა.

Ch6uqvZz29chKxuZ_setting_fff_1_90_end_1000

AsusPro BU201 გამოირჩევა საკმაოდ კარგი ჰარდვეარითა და ტექნიკური წარმადობით, რაც ხელს უწყობს თავისთავად მასზე კომფორტულ მუშაობას. ამ პორტატული ნოუთბუქის მთავარი ღირსებებიდან აღსანიშნავია მისი კლავიატურაც, რომელიც წყალგაუმტარია.

9pBc4yYrSWMF3iAE_setting_fff_1_90_end_1000

ნოუთბუქი BU201 გადაწყვეტილია მუქ ფერში და დამზადებულია პრემიუმ კლასის მატერიალით – კერძოდ ალუმინის კორპუსით, სისქით 20.6 მმ და წონით, როგორც მაღლა აღვნიშნეთ 1.27 კგ. მას აქვს ერგონომიკული კლავიატურა, განათებით, რომელიც კომფორტულია სიბნელეში მუშაობისას. თაჩფედის გარდა ის აღჭურვილია მინი-ჯოისტიკით, მოკლე მანძილის გამო თაჩფედსა და ჯოისტიკს შორის მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად მართოს ის ერთი ხელითაც.

leeept

12.5 დიუმიანი IPS დისფლეი გადაწყვეტილია Full HD-ში, მისი გლუვი ზედაპირი კი ფაქტიურად გამორიცხავს სინათლის სხივების არასასიამოვნო არეკვლას, მისი გორგოლაჭი კი საშუალებას იძლევა დისფლეის 180 გრადუსიანი მოტრიალებისას. აპარატურული მახასიათებლებიდან მისი საკმაოდ მძლავრი პროცესორი ფაქტიურად  ნებისმიერი პროცესისთვისაა მზად, ხოლო დაცული  სამუშაობეისთვის კი მას გააჩნია TPM – მოდული.

პროცესორი Intel Core i7-4650U (vPro)Intel Core i7-4510U

Intel Core i5-4310U

Intel Core i5-4210U

ოპერაციული სისტემა Windows 8.1 Pro 64-bitWindows 7 Professional 64-bit
გრაფიკული გამაძლიერებლები Intel HD5000Intel HD4400
დისფლეი 12,5-დიუმიანი IPS-დისფლეი გაფართოებით 1920×1080 პიქსელი
მეხსიერება  12 გბ სისტემურიმყარი დისკი: 500 გბ/1 ტბ (5 400 მბ/წთ)მყარი დისკი: 500 ГБ (7 200 მბ/წთ)SSD: 128 / 256 გბ (SATA3)
ქსელები Ethernet10/100/1000 Гбит/с
უკაბელო კავშრი Intel Centrino 7260 2×2 802.11a/b/g/n / Bluetooth 4.0Intel Centrino 7260 2×2 802.11ac / Bluetooth 4.0ჩაშენებული: 3G/4GLTE
კონექტორები 3 x USB 3.0 (1 პორტი ფუნქციით სწრაფი დაკავშირებისთვის მობილურ დივაისებთან)Mini-DisplayPort (აუდიოს მხარდაჭერით)VGAაუდიოჯეკები 3,5 მმ (ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის)

ქარდ-რიდერი (ბარათების წამკითხველი) (SD / SDHC / SDXC / MMC)

1 x RJ-45 LAN

1 x micro SIM

დაცულობა Smart Card Readerხელის ანაბეჭდის სკანერი
ბატარეა 2-ნწ, 32 ვტ.ს, 4 200 მა/ს
ზომა 31 x 21,5 x 2,1 სმ
წონა 1,27 კგ

ავტორის აზრი: AsusPro BU201 – გარდა იმისა რომ აქვს საოცრად კარგი მონაცემები, გამოირჩევა გამძლეობით. ეს ლეპტოპი თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, როგორც საოფისე საქმიანობებისთვის, ასევე დამატებითი, მულტიმედიური ფუნქციების განსახორციელებლად. პორტატული ნოუთბუქი ფაქტიურად უნაკლოა მისი ფასისა და გამძლეობის გამო და თანამედროვეობის ყველა სტანდარტს ექვემდებარება. მათ, ვისთვისაც ნოუთბუქზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმზიდველია და ვინც არ აპირებს ტაბლეტურ კომპიუტერებზე გადასვლას, ჩემი აზრით, იდეალური რამაა.

თან, არ დაგვავიწყდეს ASUS-ის, როგორც კომპანიის საკმაოდ კარგი სახელი ბაზარზე, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანიაა ნოუთბუქებისა და ტაბლეტური კომმპიუტერების წარმოების მხრივ.

 

ლუკიანე

review.ge


გააზიარე

დაბრუნება Posts