Huawei P10-ის ოფიციალური დიზაინი ექსკლუზიურად Onleaks-ისგან
ექსკლუზიურად Onleaks-მა გაავრცელა Huawei P10-ის ოფიციაალური დიზაინი, რომელიც ძალიან ჰგავს P9-ს, თუ არ ჩავთვლით წინა პანელზე გადმოტანილ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს.
Onleaks-ის ინფორმაციით ირკვევა, რომ სმარტფონი სიგრძეში 145.5 მილიმეტრი იქნება, სიგანეში 69.5 და სისქეში 7.35 მილიმეტრი. მის შემადგენლობაში ასევე იქნება Kirin 960-ის ჩიფსეტი, 4/6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32/64/128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა.
სმარტფონის საწყისი ღირებულება 499 ამერიკული დოლარი იქნება(4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით).