Samsung-მა 8 მილიარდ დოლარად შეიძინა Harman და აქტიურადაა დაინტერესებული მანქანათმშენებლობაში

დაბრუნება Posts

Samsung-მა 8 მილიარდ დოლარად შეიძინა Harman და აქტიურადაა დაინტერესებული მანქანათმშენებლობაში


დიდი შანსია გსმენიათ რაიმე კომპანიაზე, ძირითადად აუდიო ტექნიკაზე, სახელად – Harman, თუმცა ბევრს არ ეცოდინება, რომ ბოლო წლებია კომპანიამ საკმაოდ დიდი შრომა ჩადო ავტომოტიურ ტექნოლოგიაში, როგორიცაა მანქანების, ძირითადად ელექტრომობილების და მათი ავტოპილოტების შენებაში. ზუსტად ამითაცაა დაინტერესებული კორეული გიგანტი – Samsung, რომელიც დიდ ინვესტიციას დებს მანქანათმშენებლობაში. დღეს კი Samsung-მა გამოაცხადა, რომ მან $8 მლრდ ამერიკულ დოლარად შეისყიდა Harman, რაც ამას კომპანიის ისტორიაში რეკორდულ და უდიდეს შესყიდვას ხდის.

თვითონ Harman ისეთ დიდ და ცნობილ ბრენდებს ფლობს, რომელთაგან აღსანიშნავია: JBL, Crown, AMX, DigiTech და სხვა.
Harman-ის მთავარი დირექტორი Dinesh Paliwal-ი რამოდენიმე წლის წინ დაინტერესდა მანქანათმშენებლობით, ახლა კი, კომპანიის 64% წლიური შემოსავალი, რომელიც $7 მლრდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, მოდის დაკავშირებული (ჭკვიანი) მანქანებისგან, რომელთა შორის ისეთი მანქანათ მწარმოებელი კომპანიებია, როგორიცაა: General Motors და Fiat-Chrysler. ასეთი მასშტაბური შესყიდვა კი Samsung-ს უდავოდ შეიყვანს მანქანათ, კერძოდ კი ელექტრო-მობილების მშენებლობაში. (ჩასვით თქვენი ხუმრობა ელექტრო-მანქანების მფეთქავ ბატარეებზე აქ)

harmanbanner_final_1170x435
Samsung-ის თქმით, სრული აკვიზიცია 2017 წლის შუა პერიოდში დასრულდება, რომელიც მხოლოდ ზემოთ ხსენებულ თანხას შეადგენს. მართალია კომპანიამ Note7-ის მოვლენების შემდეგ დიდი თანხა დაკარგა, მაგრამ, როგორც ჩანს ეს დანაკარგი, შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც მცირე იყო.


გააზიარე

დაბრუნება Posts