LG G6-ის გამოსვლის თარიღი, ტექნიკური მახასიათებლები და დიზაინი
LG-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონის G6-ის წარდგენა 26 თებერვალს MWC ღონისძიებაზე არის დაგეგმილი. როგორც უკვე ცნობილია, მას ექნება 5.7 დიუმიანი 3K რეზოლუციის ეკრანი(2880×1440) მომრგვალებულ ფორმებში და კომპაქტურად იქნება წარმოდგენილი სმარტფონის დიზაინი. G6-ის შემადგენლობაში ასევე იქნება 4000 მილიამპერიანი ბატარეა, ორმაგი კამერა(უცნობია დეტალები), IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, 6 გიგაბაიტიანი და Snapdragon 821-ის ჩიფსეტი, თუმცა ჩიფსეტად Snapdragon 835-იც არ არის გამორიცხული თუ გაყიდვაში ჩაშვების თარიღი გადაიწევს რამდენიმე კვირით და ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ასევე არსებოს Onleaks-ის წყარო, რომლის მიხედვითაც G6-ს 5.3 დიუმიანი ეკრანი ექნება და დიზაინი არ გამოიყურება კომპაქტურად, თუმცა ვფიქრობ შესაძლოა იყოს ძველი პროტოტიპი ან სხვა მოდელი, რადგან LG-ს მიერ გავრცელებულ თიზერს Onleaks-ის მიერ გავრცელებული დიზაინი არ შეესაბამება.
იხილეთ თიზერი: