Samsung-ის VR თერაპია დაეხმარება ხალხს დაძლიოს სიმაღლის ან პუბლიკაში საუბრის შიში

დაბრუნება Posts

Samsung-ის VR თერაპია დაეხმარება ხალხს დაძლიოს სიმაღლის ან პუბლიკაში საუბრის შიში


Samsung-მა ძალიან კარგი სარეკლამო კამპანია შეიმუშავა იმისათვის, რომ მეტი Gear VR ვირტუალური რეალობის სათვალე და Galaxy S7 მოწყობილობა გაყიდოს. ჰეშტეგით #BeFearless (#იყავიუშიშარი) კომპანია თავის მომხმარებელს მიმართავს, რომ გამოიყენოს ვირტუალური რეალობა იმისათვის, რომ დაძლიოს სიმაღლის ან საჯაროდ საუბრის შიში. (ზოგიერთი იუმორის მქონე ადამიანი სულაც ამბობს, რომ Samsung-ი ამას აკეთებს მომხმარებლებისთვის, რათა მათ გაუქრეთ ფულის ხარჯვის შიში)

ვირტუალური რეალობის თერაპია თავდაპირველად იწყება ნაკლებად შემაშინებლად, მაგალითად შუშის ლიფტზე ასვლა, რომელიც სულ მაღლა და მაღლა ადის, შემდეგ კი სულ უფრო ძნელდება და უფრო შემაშინებელი ხდება, მაგალითად ექსტრემალური ველოსიპედით ჩამოსვლა კლდის ნაპირთან ძალიან ახლოს და ა.შ. მათთვის, ვისაც საჯაროდ, პუბლიკაში უჭირს საუბრის წამოწყება, განკუთვნილია ისეთი ვირტუალური რეალობის მოდულები, როგორიცაა ვირტუალური დიალოგი, სამსახურეობრივი ინტერვიუ და კარაოკე.

კამპანიამ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია ევროპაში, რუსეთში გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში. ახლო მომავალში კი Samsung ამ კამპანიის კიდევ 8 ქვეყანაში შეტანას აპირებს. მთავარი იდეა იმაშია, რომ როდესაც ადამიანი თავის შიშს პირისპირ ხვდება, მას შემდგომ ნაკლებად ეშინია, საბოლოოდ კი ის სძლებს მას.

“ჩვენ გვჯერა, რომ #BeFearless სოციალური კამპანიის უკან ინოვაციური ტექნოლოგიები დგას, კერძოდ კი, ვირტუალური რეალობა, რომელიც დაგვეხმარება შიშების დაძლევაში. მიგვაჩნია, რომ ევროპის, რუსეთის და გაერთიანებული არაბეთის ემირატების წარმატების მიღწევების შემდეგ, დანარჩენი 8 ქვეყანაც შეუერთდება ამ მოძრაობას და მეტი ხალხი გამოიყენებს თავის სრულ პოტენციალს”. – ამბობს Mark Childs, Samsung Canada-ს მარკეტინგული დირექტორი.

Oculus და Facebook-თან პარტნიორობით შექმნილი პროგრამის თითოეული მოდული უფასოა, ითვალისწინებს 4 კვირიან კურსს და მუშაობს Gear VR-სა და Galaxy S7 სერიის სმარტფონის შერწყმაში.


გააზიარე

დაბრუნება Posts