Samsung Galaxy S8 – ის ხმოვანი ასისტენტი მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნება მშობლიურ აპლიკაციებთან

დაბრუნება Posts

Samsung Galaxy S8 – ის ხმოვანი ასისტენტი მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნება მშობლიურ აპლიკაციებთან


გახსოვთ Bixby, სამსუგის “უცნაურ სახელიანი” ასისტენტის დებიუტი შესაძლოა Galaxy S8 – ის გამოშვებისას შედგეს. SamMobile – ს მიხედვით ახალი ციფრული ასისტენტი გამოყენებული იქნება სმარტფონის თითქმის ყველა მშობლიურ აპლიკაციაში, მოხდება მისი დიზაინისა და მახასიათებლების შეცვლა. რაც შეეხება S Voice – ს იგი მთლიანად ჩანაცვლებული იქნება Bixby – თ Galaxy S8 – ში.

სხვადასხვა სიახლეებზე დაყრდნობით შეგვიძია ვთქვათ, რომ Bixby იქნება მეტად კომპლექსური ვიდრე მისი წინამობედი S Voice, სისტემაზე უფრო კარგად და ვრცლად მორგებული. მისი უპირატესობის დასამტკიცებლად დევეოპერებმა ერთ-ერთი მახასიათებლის შესახებ გააკეთეს კომენტარი, მაგალითად Bixby – ს შეეძლება შესაბამისი კრიტერიუმის მითითების შედეგად ვიდეოებისა და ფოტო სურათების გახსნა, Samsung Gallery აპლიკაციის საშუალებით.

Bixby დაფუძნებული იქნება Viv – ის საბაზისო ტექნოლოგიებზე, პერსონალური ასისტენტის, რომელიც Samsung – მა წელს იყიდა. ასევე Apple – ს ხმოვანი ასისტენტი, Siri, ნაწილობრივ Viv – ზეა დაფუძნებული.

ჭორები ამბობენ, რომ Samsung – ი აპრილში გეგმავს Galaxy S8 – სა და 6 ინჩიანი Galaxy S8 Plus – ის დაანონსებას. S7 – ისგან განსხვავებით S8 – ში იგეგმება ტექნიკური მახასიათებლების ძირეული ცვლილება, რაც გარდა პროცესორისა და ოპერატიული მეხსიერებისა Screen-to-body კოეფიციენტსაც შეეხება, რომლის 90% მდე გაზრდასაც აპირებენ. ამასთან სურთ ეკრანთან სიქრნიზირებული თითის ანაბეჭდის სენსორის და 8GB – იანი ოპერატიული მეხსიერების დამატება. ხოლო რაც შეეხება 3.5 მილიმეტრიან ჯეკს Samsung – მა Apple – ს მსგავსად გადაწყვიტა მისი თავისი სმარტფონიდან ამოღება.


გააზიარე

დაბრუნება Posts