Need For Speed VR-ში და სხვა თამაშები ექსკლუზიურად Google Daydream-ისთვის

დაბრუნება Posts

Need For Speed VR-ში და სხვა თამაშები ექსკლუზიურად Google Daydream-ისთვის


Google-ის ვირტუალური რეალობის ახალი პლატფორმა – Google Daydream-ის უმთავრესი მინუსი უნდა აღინიშნოს, რომ მედია კონტენტის დიდი ნაკლებობაა, რადგან ის არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა და ჩაეშვა წარმოებაში, Google-ს კი, რა თქმა უნდა არ სურს თავის ვირტუალური რეალობის პლატფორმაში გამოიყენოს უხარისხო კონტენტი. Daydream-ში მხოლოდ დაიშვება უმაღლესი დონის მედია კონტენტი, როგორიცაა გრაფიკულად ინტენსიური, შესანიშნავი გეიმფლეის მქონე თამაშები ან ვიდეო აპლიკაციები. Google-ი დაგვპირდა, რომ 2016 წლის დასასრულისთვის Daydream პლატფორმაზე სულ ჯამში 50 აპლიკაცია/თამაში იქნება ხელმისაწვდომი. კონტენტის ახლანდელი რიცხვი 30-დან 40-მდე მერყეობს, თუმცა თუ ბევრი ისეთი დღე გათენდება, როგორიც დღეს, როდესაც Google-ი ერთბაშად რამოდენიმე აპლიკაციას გამოუშვებს, ამ შემთხვევაში მთლიანი რიცხვი დაპირებულს გაუთანაბრდება და შეიძლება გაუსწროს კიდეც. მაშასადამე, Google-მა თავის VR კატალოგს რამოდენიმე პრემიუმ თაითლი შემატა. შეგახსენებთ, რომ Daydream პლატფორმისთვის საჭიროა ძალიან ძლიერი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოწყობილობები, რომლებსაც დაბალი დაგვიანების Amoled ეკრანები აქვთ 2K რეზოლუციით, ასეთი კი მხოლოდ Google Pixel და moto z სმარტფონებია, მხოლოდ მათ აქვთ ჯერ-ჯერობით Daydream-ის სრული მხარდაჭერა.

1. Gunjack 2: End of Shift


ორიგინალი Gunjack-ის სიქველი, რომელიც სხვა ვირტუალური რეალობის პლატფორმებზე იყო ხელმისაწვდომი, როგორიცაა Samsung Gear VR და Oculus Rift, თუმცა ამჯერად, თამაშის გაგრძელება ექსკლუზიურად იქნება Google Daydream-ზე.
პირველთან შედარებით, სიქველი გამოირჩევა უკეთესი გრაფიკით, გეიმფლეით და რაც მთავარია კონტროლით, რადგანაც Daydream-ს საკმაოდ კომფორტული და ძალზედ მოსახერხებელი კონტროლერი აქვს. თამაშის მთავარი არსია მოთამაშემ გაანადგუროს ყოველი ხომალდი რასაც ხედავს, მარტივად რომ ვთქვათ, მტრის ხომალდები.

Gunjack 2: End of Shift-ის ფასი &12.99-ს შეადგენს.

2. Layers of Fear: Solitude


Layers of Fear არის გადარჩენის ტიპის საშინელებათა ჟანრის თამაში ცოტაოდენი დამალული ნივთების თამაშის კატეგორიის შეზავებით. მოთამაშე იყენებს კონტროლერს, რათა იმოძრაოს, მიწვდეს კარებებს და სხვადასხვა ოთახებში იპოვოს მინიშნებები, სანამ ირგვლივ ბუნებრივად აუხსნელი მოვლენები ვითარდება, რაც, ყოველ შემთხვევაში საშინელებათა ჟანრის ტიპური დამახასიათებელია.

Layers of Fear: Solitude-ის ფასი $10-ს შეადგენს.

3. Need For Speed VR


ტიპური Need For Speed, არკადული რბოლიების ჟანრის თამაში, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით მოთამაშე პირველ პერსონაში, მძღოლის პერსპექტივიდან უყურებს. (სხვა შემთხვევაში VR-ში მესამე პერსონის კამერის გამოყენებას აზრი არ აქვს) მოთამაშეს თავისუფლად შეუძლია ყველა მხრისკენ გახედვა, სარკეებში ჩახედვა, რათა ნახოს მოსდევს თუ არა პოლიცია. თამაშის კონტროლიც საკმაოდ კომფორტულია Daydream კონტროლერის ხარჯზე. თამაშის ერთადერთი ნაკლი არის მისი სიძვირე, ეს ჯერ-ჯერობით ყველაზე ძვირი თამაშია Google-ის VR პლატფორმაზე.

Need For Speed VR-ის ფასი $20-ს შეადგენს. (ჯერ არ არის Play Store-ზე)

4. Wands


ეს არის ონლაინ Multiplayer დუელის ტიპის თამაში მაგიკოსების შესახებ, რომელიც ასევე დაპორტირდა Samsung-ის Gear VR-დან. რა საკვირველია ის უფრო მეტად Daydream პლატფორმაზეა მორგებული, რადგან თუ Gear VR-ზე მოთამაშეს ცალკეული კონტროლერის შეძენა უწევდა და ფიზიკურ ღილაკებზე თამაში, აქ Daydream-ის კონტროლერი თვით მაგიური ჯოხის როლშია, რადგან მას გააჩნია გიროსკოპი და აქსელერომეტრი, ამრიგად თამაში გაცილებით უფრო კომფორტული და სახალისოა, რეალურ სამყაროში ხელის ქნევა, ვირტუალურში კი ყოვლისშემძლე მაგიური ჯოხის.

Wands-ის ფასი შეადგენს $5.99-ს.

5. Underworld Overlord


Tower Defense კატეგორიის თამაში System Shock 3 studio OtherSide Entertainment-ისგან, სადაც მოთამაშე ბოროტი ლიჩია, რომელიც იყენებს სხვადასხვა მახეებს, რათა გააჩეროს თავგადასავლისკენ მიდრეკილი კომპიუტერული პერსონაჟთა ტალღა.

Underworld overlord-ის ფასი შეადგენს $7.99-ს.

6. Lego Brickheadz Builder VR

l

სხვა თამაშებიდან განსხვავებით, Lego-ს ეს თამაში უფასოა. მას გააჩნია ორი რეჟიმი. ერთში, მოთამაშე თამაშობს უკვე არსებულ Lego-ს შექმნილ ობიექტებთან და მოდელებთან, უყურებს და ინტერაქტიულობაში შედის მათთან, მეორე რეჟიმში კი მოთამაშე თვითონ აწყობს იმ მოდელს, რაც სურს.

Lego Brickheadz Builder VR უფასოა.

 

Google-მა ასევე გამოუშვა HBO NOW VR, HBO GO VR და Netflix VR, სადაც შეგიძლიათ კომფორტულად მოკალათდეთ სასურველი სტილის, განათების მქონე ოთახში და უყუროთ თქვენს საყვარელ სატელევიზიო შოუებს, თუმცა მოგეხსენებათ, ეს სერვისები საქართველოში ხელმისაწვდომი სამწუხაროდ არ არის. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია Daydream-ის წინა თაითლები, როგორიცაა:

Arcslinger ($7.99)

Daydream Blue ($4.99)

Jaunt VR (უფასო)

Fantastic Beasts (უფასო)

 


გააზიარე

დაბრუნება Posts