Galaxy S8-ს დიდი ალბათობით Harman-ის სტერეო დინამიკები ექნება

დაბრუნება Posts

Galaxy S8-ს დიდი ალბათობით Harman-ის სტერეო დინამიკები ექნება


Galaxy S8-ს გამოშვება სულ უფრო ახლოვდება, იზრდება ჭორების რიცხვი და მათი ალბათობებიც. Note7-ის მოვლენების შემდეგ, Samsung-ზე წნევა გაცილებით მეტია, რადგან ასეთი ინციდენტების შემდეგ ყველა, მით უმეტეს ფანები S8-ზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ჭორების მიხედვით, Samsung-ისევ ფლაგმანის ორი ვერსია ექნება, თუმცა მათი ეკრანების ზომა გაცილებით დიდი იქნება წინამორბედებთან შედარებით. მცირე მოდელს ექნება Note სერიის ზომის მსგავსი, 5.7″ edge ეკრანი, დიდს კი ფაბლეტური 6.2″, თუმცა ის სრულად უკანტო იქნება, მოწყობილობის 90% მთლიანად მხოლოდ ეკრანი დაფარავს.

galaxy-s8-2
ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ Samsung-მა უარი თქვა ორმაგ კამერაზე თავის ფლაგმანებში, რის ნაცვლადაც იქნება ერთი, თუმცა ძალიან ძლიერი კამერა.

Samsung-ს ორივე, S და Note ხაზის მოყვარულზე იჭერს ორიენტაციას S8-ით და ეს იქნება Note7-ის ფანებისთვის ერთგვარი “ანაზღაურება”, თუმცა გაცილებით მეტი. ამჯერად კომპანიამ ისწავლა თავის შეცდომები და არ აჩქარებს სმარტფონის გამოშვება, ისე როგორც Note7-ის შემთხვევაში მოხდა.

ბოლო განცხადებების თანახმად, Galaxy S8-ის ორივე ვარიანტს ექნება სტერეო დინამიკები, რადგან Samsung-მა არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიძინა ძალიან ცნობილი აკუსტიკური კომპანია – Harman $8 მლრდ დოლარად. (ალბათ გეცნობათ ხმოვანი/აკუსტიკური სისტემების კომპანია Harman Kardon)

Samsung-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Galaxy სერიის სმარტფონები აუცილებლად გამოიყენებენ Harman-ის ტექნოლოგიას 2018 წლიდან, თუმცა არ არის გამორიცხული კომპანიამ თავის ფლაგმანში უკვე “ჩატენოს” ის.


გააზიარე

დაბრუნება Posts