3G უკვე Beeline-ის ქსელშია

დაბრუნება Posts

3G უკვე Beeline-ის ქსელშია


Beeline-მა თავის მომხმარებელს დღეს ძალზედ სასიხარულო სიახლე გაუზიარა. 23 დეკემბერს, კომპანიამ ოფიციალურად მიიღო 3G ქსელის ლიცენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2G და 4G ქსელთან ერთად, ის თავის მომხმარებელს 3G ქსელსაც შესთავაზებს.

მოგახსენებთ, რომ თავდაპირველად Beeline მხოლოდ 2G ქსელს სთავაზობდა თავის მომხმარებელს, მაშინ როდესაც ყველა სხვა ქსელი მეორე თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიას გასცდა და გაუმჯობესებულ 3G ქსელს იყენებდა, ზოგი 3.5-საც კი. კომპანიამ დროებით გამოტოვა 3G-ის დანერგვა და მომხმარებელს პირდაპირ შესთავაზა დაეგემოვნებინა 4G LTE უსწრაფესი ქსელი. აღსანიშნავია ისიც, რომ Beeline საქართველოში პირველი ქსელი იყო, რომელმაც ჩაუშვა მეოთხე თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგიები და ის დღემდე ინარჩუნებს კომპანიის დაპირებას, რომ ეს იქნებოდა საკმაოდ სწრაფი ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თავის მომხმარებელს საბოლოო ტექნოლოგიას სთავაზობდა, მაინც დიდი მოთხოვნა იყო წინა თაობის, 3G ტექნოლოგიაზე, რადგან ბევრ ადამიანს არ ჰქონდა 4G ქსელთან თავსებადი სმარტფონი. ზუსტად ამიტომაც, კომპანიამ გადაწყვიტა 3G ქსელიც დაემატა.

Beeline გვპირდება, რომ 3G ქსელის მშენებლობა საქართველოში რაც შეიძლება უმოკლეს დროში მოხერხდება, ის უკვე ჩართულია სატესტო რეჟიმში და 2017 წლის მარტიდან 2G და 4G ქსელთან ერთად, 3G ქსელსაც შემოგვთავაზებს.

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts