10 ნანომეტირანი პროცესორები: Snapdragon 835 vs Helio X30 vs Kirin 970

დაბრუნება Posts

10 ნანომეტირანი პროცესორები: Snapdragon 835 vs Helio X30 vs Kirin 970


ბოლო რამდენიმე წელია ტექნოლოგიური სფერო ძალიან სწრაფად, დიდი ტემპებით ვითარდება. კომპანიები კი ყოველ წელიწადს ახალ, გაუმჯობესებულ პროდუქტს გვთავაზობენ. შემდეგი წელი კი ტექნოლოგიებსი, უფრო მეტად კი სმარტფონების მოყვარულთათვის 10 ნანომეტრიან ჩიპთა წელი იქნება. Qualcomm – მა უკვე დაანონსა თავისი ახალი Snapdragon 835 პროცესორი, რომელის მწარმოებელი იქნება Samsung – ი. ასევე Mediatek – მაც დაანონსა 10 ბირთვიანი (deca-core) პროცესორი, Helio X30, რომელსაც TMSC აწარმოებს. ამ ყველაფერთან ერთად გავრცელდა ჭორები, რომ Huawei გეგმავს ახალი ჩიპის Krin 970 – ის დამზადებას, რითიც ზემოთხსენებულ ბაზრის გიგანტებს კონკურენციას გაუწევს. იმაზე ლაპარაკი თუ რომელი იქნება საუკეთესო ადრეა, ვერც დაანონსებული მონაცემების საშუალებით ვერ განვსაზღვრავთ თითოეულის წარმატებას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა განვიხილოთ, თუ რა მახასიათებლებით იგეგმება მოცემული ჩიპების წარმოება.ს

ბირთვების რაოდენობა

Qualcomm გეგმავს 8 ბირთვიანი, 4+4 კომბინაციის ჩიპის, Snapdragon 835 – ის გამოშვებას. მეორეს მხრივ, Mediatek დიდი ალბათობით გააგრძელებს ტრადიციას და მისი მორიგი ჩიპი Helio x30, Helio X20 – ისა და Helio X25 – ის მსგავსად, 10 ბირთვიანი იქნება, იგი მოიცავს 4 Cortex-A73 ბირთვს, 4 Cortex – A53 ბირთვს და 2 Cortex – A53 ბირთვს. Kirin 970 კი Kirin 960 – ის მსგავსად 8 ბირთვიანი იქნება 4 x Cortex-A73 ბირთვი+ 4 x Cortex-A53 ბირთვი.

სიხშირე

Snapdragon 835 – ის მაქსიამლური სიხშირე 3.0GHz იქნება, მაგრამ ზოგიერთმა მწარმოებელმა შეიძლება ეს სიხშირე თავისი სმარტფონისთვის შეამციროს, მაგალითად ისეთმა როგორიცაა Xiaomi, როგორც Snapdragon 820 – სა და 821 – ის შემთხვევაში მოიქცა. Helio X30 – ის დაანონსების დროს Mediatek – მა თქვა, რომ Cortex – A73 – ის მაქსიმალური სიხშირე 2.8GHz იქნება. ხოლო რაც შეეხება Huawei Kirin 970 – ს მისი მაქსიმალური წარმადობის შესახებ ცნობილი არაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ პროცესორის სიხშირე 2.8GHz – დან 3.0GHz – მდე იქნება.

battlechip

LTE კატეგორიები

Qualcomm აპირებს, რომ გამოიყენოს Cat. 13 – ისა და Cat. 16 – ის კომბინაცია ჩამოწერისა და ატვირთვისთვის. Mediatek – ი Helio X30 – ში გამოიყენებ Cat. 10 – ს და Cat. 12 – ს, სანამ Kirin 970 დიდი ალბათობით Cat. 12 – ს გამოიყენებს.

საბოლოოდ გამოდის, რომ Snapdragon 835 შემოგვთავაზებს 27% – ით გაუმჯობესებულ წარმადობას წინა თაობის პროცესორებთან შედარებით, ხოლო Mediatek – ის Helio X30 43% – ით გაზრდილი წარმადობით გამოვა ბაზარზე, რაც შეეხება Kirin 970 – ს თუ რამდენად გაუმჯობესებული იქნება Kirin 960 – თან შედარებით ჯერ უცნობია და, ალბათ, ამ ინფორმაციას მომხმარებელი ოფიციალურ წარდგენაზე გაიგებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts