Sony-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს 4K რეზოოლუციის ეკრანით MWC 2017-ის კონფერენციაზე ვიხილავთ

დაბრუნება Posts

Sony-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს 4K რეზოოლუციის ეკრანით MWC 2017-ის კონფერენციაზე ვიხილავთ


Xperia Pute, იქნება სახელი Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონის (თუმცა არა მარკეტინგული სახელი)! აღნიშნული სმარტფონის შესახებ ინფორმაციები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა Xperia X Premium-ის სახელით(დაახლოებით 7-8 თვის წინ), როგორც ჩანს სმარტფონს ნამდვილად ვიხილავთ დღის სინათლეზე.

თავდაპირველად სმარტფონი Snapdragon 820-ის ჩიფსეტზე იტესტებოდა 3 გიგაბაიტიანი LPDDR4 1866 მეგაჰერც სიხშირის ოპერატიული მეხსიერებით, თუმცა გეგმები შეიცვალა და მას 10 ნანოომეტრიან Snapdragon 830-ის ჩიფსეტზე ვიხილავთ 4 გიგაგაბიტანი LPDDR4X 2166 მაგეჰერც სიხშირის ოპერატიული მეხსიერებით, როგორც ხედავთ ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანი იქნება, თუმცა ეს იქნება ახალი ტექნოლოგიით და ბევრად მძალვრი.

სმარტფონში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე 4K HDR ეკრანი იქნება (რომელსაც მარკეტინგული სახელი 4K XDR ერქმევა), 10 ბიტიანი 1.07 მილიარდი ფერით და სრული 4K კონტენტით(თამაშები, აპლიკაციები, ფილმები, ვიდეოები, ფოტოები, ინტერფეისი და სხვა).

სმარტფონში ასევე ვიხილავთ ახალ კამერას IMX400-ს, რომელიც არ იქნება ორმაგი კამერის სისტემა, თუმცა ორმაგი კამერის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მას  ექნება Exmor RS FULL DRAM Type 1 დიუმის ზომის სენსორი 5 AXIS სტაბილიზაციით, გამოსახულების აღქმა 600 მეგაპიქსელი წამში (მსგავსი სისწრაფე გვხდება IMX251-ზე) და ამჯერად უცნობია აღნიშნული კამერის მეგაპიქსელების რაოდენობა, თუმცა 23 მეგაპიქსელს გადააჭარბებს.

Xperia Pute-თან ერთად Xperia Voyage და Xperia Signature-იც გამოვა. Xperia Voyage-ს ექნება 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანი, 23 მეგაპიქსელიანი IMX318-ის მეორე თაობის RGBW სენსორი (რომელიც სპეციალურ ღამის რეჟიმზე გადაიღებს 5 მეგაპიქსელით და პიქსელების ზომა იქნება 2 მიკრონი პიქსელი), სხვა ტექნიკური მახასიათებლებით Xperia Pute-ის მსგავსი იქნება.

რაც შეეხება Xperia Signature-ს, ის სისქეში მხოლოდ 4.6 მილიმეტრი იქნება და აქცენტი მთლიანად დიზაინზე იქნება გამახვილებული.

სამივე სმარტფონის დიზაინი ახალი და განსხვავებული იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts