Google Pixel – ნამდვილი სილამაზე მინიმალიზმშია

დაბრუნება Posts

Google Pixel – ნამდვილი სილამაზე მინიმალიზმშია


Pixel-ი არის Google-ის პირველი, გარედან და შიგნიდანაც შემუშავებული სმარტფონი, რომელშიც კომპანიამ დიდი ყურადღება მიაქცია უმნიშვნელო დეტალებსაც კი. ამ სმარტფონის დანახვისას ალბათ ბევრს გაუჩნდა თავდაპირველად მოსაზრება, რომ ის ცოტა მოსაწყენადაც კი გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში Google-ი ზუსტადაც ამას ისახავდა მიზნად, რომ მისი მოწყობილობა რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო. თავისი შექმნილით ამაყმა კომპანიამ გამოსცა სტატია, თუ როგორ მუშაობს ერთად მისი უმთავრესი ასპექტები, რათა შექმნან მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე მორგებული სმარტფონი და ემოცია, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს მის გამოყენებისას.

Google-ის დიზაინერული ჯგუფის უმთავრესი იდეა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იყო სიმარტივე, მომხმარებელზე მორგება, ნდობა და ინტელექტი – ხარისხები, რომლებიც ხაზს უსვამენ Pixel-ის მინიმალიზმს და სძენენ იდენტობას, რის შედეგადაც მომხმარებელი სმარტფონისგან მაქსიმალურ ინტუიტიურობას და ხარისხს იღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დიზაინერულმა ჯგუფმა დიდი ყურადღება მიაქცია სამომხმარებლო ინტერფეისს, განსაკუთრებით კი ფონურ სურათებს და ხმებს, რომლებიც გამოირჩევა ყველასგან და მოწყობილობის სახელს ამართლებს.

ფონური სურათები – აბსტრაქტული და ამავდროულად ფუნქციონალური

screenshot-275
Google-ის პროდუქტის დიზაინის უმთავრესი წარმომადგენელი – Daniel Walsh-ი ამბობს: “იმისათვის, რომ ფონურმა სურათმა გაამართლოს, მან კომპანიის ბრენდი და იმიჯი ნათლად უნდა ასახოს, ამავდროულად კი იფუნქციონიროს, როგორც სამომხმარებლო ინტერფეისის ფონური შრე”. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Google-მა უამრავ არტისტთან შევიდა კოლაბორაციაში, რათა შეექმნათ ნამდვილად უნიკალური ფონური სურათები, როგორიცაა კოსმოსიდან სატელიტით დანახული ულამაზესი ადგილები, ამას კი დამატებული მათი 3D ინტერაქტიულობა, როგორიცაა ფერები, რომლებიც იცვლება მომხმარებლის მათთან კონტაქტის დროს: მოწყობილობის განბლოკვისას, დაჭერისას ან თუნდაც ადგილმდებარეობის შეცვლისას. აბსტრაქტული კომპოზიციები, ფერთა გამა და ღრმა შავი ფერი კი AMOLED ტექნოლოგიის საჩვენებლადაა გამოყენებული.

ხმები – მინიმალისტური, დასამახსოვრებელი, არა-ინტრუსიული

სმარტფონის შექმნის დროს ასევე დიდი ყურადღება მიექცა თუ როგორ ელევა, ეხამება გარე დიზაინი და ინტერფეისი ერთმანეთს, რის შედეგადაც შეიქმნა დისტინქტურ ხმათა სქემა, რომელიც ვრცელდება მთელს სისტემაში, ზარებსა და შეტყობინებებში.

“როგორც მოგიჟმაჟე, ფერადი წერტილები ანიმირდებიან და G-ს ფორმას იღებენ, ისე წააგავს ინტერფეისის ხმები G აკორდს პიანინოზე” – ხსნის Google-ის ხმოვანი დიზაინერი, Connor O’Sullivan-ი.

დეტალებზე ასეთი ყურადღების გამახვილება ადვილადაა შესამჩნევი მთელს სისტემაში. შეხების ნაზი, მაგრამ განმასხვავებელი ხმებიდან დაწყებული, არა-ინვაზიური წკაპუნის ხმა კამერიდან, დამთავრებული სასიამოვნო დარეკვის მელოდიებით, ყველაფერი ეს ერთად აღებული Pixel-ს და მის სამომხმარებლო ინტერფეისს ხდის განსაკუთრებულს და ხარისხიანს.


გააზიარე

დაბრუნება Posts