OnePlus 4 ინოვაციური ორმაგი კამერით, 5.3 დიუმიანი ეკრანით და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით

დაბრუნება Posts

OnePlus 4 ინოვაციური ორმაგი კამერით, 5.3 დიუმიანი ეკრანით და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით


OnePlus 4-ის შესახებ პირველი ჭორები გავრცელდა, რომ მას ექნება 5.3 დიუმიანი 2K AMOLED ეკრანი, Snapdragon 835-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 4000 მილიამპერიანი ბატარეა და სმარტფონის დიზაინი შუშისგან იქნება დამზადებული.

ყველაზე მნიშვნელოვანია ორმაგი კამერა, სადაც ერთი კამერა არარეალური არსებების და ნივთების ერთგვარი გამცოცხლებელი იქნება(იხ.ფოტო ქვემოთ), მეორე კამერა შეითავსებს ჩვეულებრივი კამერის ფუნქციებს.

augmented-reality

შეგახენებთ, რომ 15 ნოემბერს კომპანია OnePlus-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონი დაანონსდება, რომელსაც ექნება 5.5 დიუმიანი LCD ეკრანი, Snapdragon 821-ის ჩიფსეტი, 6 ან 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 ან 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი IMX398-ის კამერა და Android 7.1 ოპერაციული სისტემა.


გააზიარე

დაბრუნება Posts