Huawei P10: რას უნდა ველოდოთ Huawei-ს ახალი ფლაგმანისგან

დაბრუნება Posts

Huawei P10: რას უნდა ველოდოთ Huawei-ს ახალი ფლაგმანისგან


Huawei – მ თავისი ბოლო პრეზენტაციითა და ახალი ფლაგამნური სმარტფონით სახელი გაითქვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ტექნიკის მოყვარულთა წრეებში, რადგან მან ძალიან მაღალი დონის პრეზენტაციაზე წარმოადგინა პრემიუმ კლასის სმარტფონი, რომლის მსაგვსსაც მომხმარებელი, ალბათ, Huawei – სგან არც ელოდა. შესაბამისად ხალხში მალევე გაჩნდა მოლოდინი იმისა, თუ რა იქნებოდა პროდუქტის განვითარების შემდეგი ეტაპი, როგორ სმარტფონს შესთავაზებდა კომპანია მოხმარებელს. გაჩნდა ბევრი ჭორი Huawei P10 – ის დიზაინის, მახასიათებლების და სხვადასხვა ინოვაციური დეტალების შესახებ, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი პირველი ინფორმაცია გავრცელდა P10 ის სისტემურ მახასიათებლებსა და დიზაინზე. (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე  Huawei P10: სავარაუდო პროტოტიპი და ტექნიკური მახასიათებლები)

Huawei – ს ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამოშვების ზუსტი თარიღი არ დაუნანონსებია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზუსტი მონაცემების, დიზაინისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გაზაფხულის ბოლსოკენ იქნება, ხოლო თვითონ სმარტფონი ზაფხულის სეზონის დასაწყისში გამოვა.

Huawei P10: დიზაინი

ქვემოთ მყოვანილ სურათზე ჩანს, რომ P10 – ის დიზაინი მისმგავსებულია P9 – ისას. თუ კარგად დავაკვირდებით ვნახავთ, რომ თითის ანაბეჭდის სენსორი უკანა მხრიდან წინ გადმოვიდა, ასევე P10 წინამორბედის მსგავსად, ალბათ, გამოვა ორმაგი კამერით. სამწუხაროდ Leica – ს ბრენდულ ლოგოს ვერ ვხედავთ აქ წარმოდგენილ პროტოტიპზე, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ Huawei – სა და Leica – ს შორის თანამშრომლობა ისევ გაგრძელდება და ეს ორი კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციას ისევ შესთავაზებს მომხმარებელს.

php5y6nno

Huawei P10: ეკრანი

ჭორები ამბობენ, რომ P10 – ს ექნება  5.5-inch Quad HD ეკრანი. GFXBench – ის ტესტირების გავრცელებული ინფორმაციით ახალ სმარტფონს 5.5 ინჩიანი Quad HD გაფართოების ეკრანი ექნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ Huawei P9 Plus – ს აქვს Full HD რეზოლუციის 5.2 ინჩიანი ეკრანი, რაც იმას გვაფიქრბინებს, რომ Huawei – ს ახალი სმარტფონი არასტანდარტული ზომის იქნება, 2560 x 1440 გაფართოება კი 534ppi – ს მოგვცემს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან უნდა ავღნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოდელის ზუსტ სახელწოდებას არ გვთავაზობს და აკლასიფიცირებს როგორც LON-L29 – ს.

p10x

 

Huawei P10: კამერა

გავრცელებული ჭორები არ მოიცავენ ზუსტ ინფორმაციას, თუ რა მახასიათებლების მატარებელი იქნება P10 – ის კამერა, მაგრამ მის პროტოტიპზე დაყრდნობით, რომლის სურათი ზემოთაა მოყვანილი, შეგვიძლაი ვთქვათ, რომ მას ექნება ორმაგი კამერა ფლეშ განათებით, ასევე ვიმედოვნებთ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რომ Huawei – ს შემდეგ სმარტფონს ისევ ექნება Leica – ს მახარდაჭერა.

Huawei P10: ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლები

როგორც GFXBench – ის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ჩანს, ახალ ფლაგმანურ სმარტფონს ექნება Kirin 960 პროცესორი, 6GB ოპერატიული მეხსიერება და 256 შიდა შესანახი მეხსიერება. ხოლო რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას იგი იმუშავებს Androud Nougat – ზე EMUI – სთან ერთად.

საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ Huawei – მ მოახერხა საკუთარი ბრენდის პოპულარიზაცია და მაღალ დონეზე აყვანა, რასაც ხაზი რამდენიმე კვირის წინანდელმა პრეზენტაციამ და ახალმა პრემიუმ კლასის სმარტფონმა გაუსვა. ამიტომ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ მომავალი ფლაგმანური პროდუქტიც მინიმუმ იმ დონის იქნება, რა დონისაც მისი წინამორბედი იყო.


გააზიარე

დაბრუნება Posts