ციფრული ორშაბათი(Cyber Monday)-რადგან შავი პარასკევი საკმარისი არ არის

დაბრუნება Posts

ციფრული ორშაბათი(Cyber Monday)-რადგან შავი პარასკევი საკმარისი არ არის


ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ შოპინგის და ფასდაკლების საერთაშორისო დღის შემდეგ, რომელიც აღინიშნება ნოემბრის ბოლო პარასკევს, ე.წ შავ პარასკევს, მოდის ციფრული ორშაბათი, როდესაც ფასდაკლებები ძირითადად ვირტუალურ მაღაზიაში ვრცელდება ონლაინში ყიდვისას და შავი პარასკევის შემდეგ მაინც დიდი ფასდაკლებებია, განსაკუთრებით ელექტრონიკაზე.

მოსალოდნელია, რომ წელს ციფრული ორშაბათი ყველაზე მასშტაბური იქნება სხვა წლებთან შედარებით. ონლაინ მაღაზიები, როგორიცაა Amazon და Ebay, აქტიურად ემზადებიან ამ დღისთვის. Offers.com-ის ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით, ციფრულ ორშაბათმა შესაძლოა შავი პარასკევიც კი გაასწროს გაყიდვების მხრივ, რადგან გამოკითხულთა 70% აპირებს ციფრულ ორშაბათზე შოპინგს, 66$ კი – შავ პარასკევს.

ციფრული ორშაბათის ყველაზე დიდი ხიბლი ისაა, რომ თქვენ არ გიწევთ ამ სიცივეში მაღაზიებში გასვლა, რიგის დაკავება და ბოლო დარჩენილ პროდუქტზე ხალხის ცემა, ასე რომ შეგიძლიათ თბილ საწოლში შეეხვიოთ, აიღოთ ლეპტოპი ან მობილური მოწყობილობა და დაათვალიეროთ ჩვენი 6 ციფრული ორშაბათის შემოთავაზება.

1. Amazon-ის შემოთავაზებები

იწყება 14 ნოემბერს და გრძელდება 22 დეკემბრამდე.

amazon-cyber-monday-2016-deals

Amazon-მა შავი პარასკევი, ციფრული ორშაბათი და საშობაო ფასდაკლებები ერთად შეკრა და მომხმარებელს შესთავაზა მასობრივი საფასდაკლებო ღონისძიება, რომელიც 35 დღეს გრძელდება. ფასდაკლებები იქნება ლიმიტირებული რაოდენობის პროდუქციაზე, 1000-მდე ამაზონის გამყიდველთან. საუკეთესო შემოთავაზებები კი, რა საკვირველია, მადლიერების დღიდან ციფრულ ორშაბათამდეა, ამ პერიოდში მომხმარებელი იხილავს ძირითადად ერთჯერად შემოთავაზებებს Amazon-ის მოწყობილობებზე, ტელევიზორებზე, ჭკვიანი სახლის მოწყობილობებზე, სათამაშოებზე და სხვა ცხელ-ცხელ პროდუქტებზე.

Amazon-ის შემოთავაზებების სანახავად დააჭირეთ აქ! 

2. Dell-ის შემოთავაზებები

იწყება 28 ნოემბერს, ჩვენი დროით საღამოს 5 საათზე

capture
ციფრული ორშაბათისთვის Dell-ი განსაკუთრებით ემზადება და მომხმარებელს სთავაზობს ძალიან კარგ ლეპტოპებს, ტელევიზორებს, სათამაშო ლეპტოპებს და სხვა ტექნიკას.

• Dell Inspiron 14 3000 $129.99 ($249.99-ის ნაცვლად)
• Samsung-ის 55 დიუმიანი რკალისებრი 4K Ultra HD ჭკვიანი ტელევიზორი სულ რაღაც $1,009.99 ($2,399.99-იც ნაცვლად)
• Alienware Aurora $999.99 ($1,249.99-ის ნაცვლად)
• Dell XPS 13 სენსორული ეკრანის გარეშე $949.99 ($1,099.99-ის ნაცვლად)

Dell-ის შემოთავაზებების სანახავად დააჭირეთ აქ!

3. Walmart-ის შემოთავაზებები

იწყება 25 ნოემბერს, დილის 9:01-ზე.

k2-_5f2a8207-22c1-4f40-a2e4-7cd65dbfafc5-v1

Amazon-დან მყიდველების მოსაშორებლად და Walmart-ში მოსაზიდად, მაღაზია მომხმარებელს ჰპირდება “ყველაზე მასშტაბურ ციფრული ორშაბათის საფასდაკლებო ასორტიმენტს”. ფასდაკლებები პარასკევს დილით დაიწყება და ციფრულ ორშაბათის ბოლომდე გასტანს.

• Samsung-ის 60 დიუმიანი HD LED ჭკვიანი ტელევიზორი სულ რაღაც $579 + $80 სასაჩუქრე ბარათი
• Google Home $99 ($129-ის ნაცვლად)
• Black & Decker-ის რობოტი მტვერსასრუტი $196 ($299-ის ნაცვლად)
• Fujifilm Instax Mini 7S კამერა $49 ($69.99-ის ნაცვლად)
• Promark P70 VR დრონი $99 ($148-ის ნაცვლად)
• Vizio-ს 50 დიუმიანი 4K Ultra HD SmartCast ჭკვიანი LED ტელევიზორი $379.99 ($528-ის ნაცვლად)
• Call Of Duty Dragonfly დრონი თავისი კამერით $89 ($99-ის ნაცვლად)
• Dell Inspiron 15 გეიმერული ლეპტოპი $999.99 ($1,299.99-ის ნაცლად)

Walmart-ის შემოთავაზებების სანახავად დააჭირეთ აქ!

4. ebay-ს შემოთავაზებები

დაიწყო შავ პარასკევს და გაგრძელდება ციფრული ორშაბათის ბოლომდე

_57

Ebay ძალიან კარგად მოემზადა შავი პარასკევისთვისაც და ციფრული ორშაბათისთვისაც. წელს, ის ძირითად აქცენტს ციფრული ორშაბათისთვის იღებს კონსოლებს და Apple-ის რამდენიმე ტექნიკას.

• LG 4K 27 დიუმიანი მონიტორი – $329.99
• Samsung-ის 850EVO 2.5″ 250GB SATA SSD – $69.99
• DJI Phantom 3 Professional – $749.0
• Xbox One S 1TB სათამაშო კონსოლი + Deus Ex: Mankind Devided – $299.99
• PlayStation 4 Pro სათამაშო კონსოლი + Watch Dog 2 + Street Fighter – $399.99
• iPad Pro 12.9″ 256GB Wi-Fi (ყველა ფერში) – $649.99
• MacBook Air MMGF2LL/A i5, 8gb, 128gb SSD – $786.99
• iMac MK48LL/A, 27″, i5, 8gb, 2TB fusion – $1899.99

ebay-ს შემოთავაზებების სანახავად დააჭირეთ აქ!

5. BestBuy-ს შემოთავაზებები

დაიწყო შავ პარასკევს და გაგრძელდება ციფრული ორშაბათის ბოლომდე

capture2

BestBuy-ში კიბერ ორშაბათი ერთი დღით ადრე, კვირას დილით დაიწყება და ორშაბათის ბოლომდე გასტანს. აქ ჩამოთვლაც არაა საჭირო, რადგანაც ფასდაკლება ყველაფერზე იქნება, არა მარტო შეზღუდული ინვენტარის ნივთებზე. 4K ტელევიზორებიდან დაწყებული, ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტფონები, ჭკვიანი სამაჯურები და ა.შ

BestBuy-ს შემოთავაზებების სანახავად დააჭირეთ აქ!

6. Lenovo და moto-ს შემოთავაზებები

დაიწყო შავ პარასკევს და გაგრძელდება ციფრული ორშაბათის ბოლომდე

mot-moto-g-cyber-monday-homepage-d-glo

Lenovo და moto-ც დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს თავის მომხმარებელს შავ პარასკევსა და ციფრულ ორშაბათზე. შავ პარასკევს ძალიან დიდი ფასდაკლებები იყო moto-ს ინოვაციურ, მსოფლიოში პირველ მოდულარულ სმარტფონთა ოჯახზე – Moto Z, Moto Z Force და Moto Z Play, ციფრული ორშაბათისთვის კი კომპანიამ თავის საშუალო და ბიუჯეტური კლასის სმარტფონთა ოჯახზე – Moto G4 Plus, Moto G4 და Moto G4 Play-ზეც კი დააკლო ფასი.

• Moto Z + Hasselblad True Zoom – $749.98 ($999.98-ის ნაცვლად)

• Moto Z + Moto Insta-Share Projector – $749.98 ($999.98-ის ნაცვლად)

• Moto Z Play + Hasselblad True Zoom – $499.98 ($749.98-ის ნაცვლად)

• Moto Z Play + Moto Insta-Share Projector – $499.98 ($749.98-ის ნაცვლად)

• Moto G4 Plus 16GB – $199 ($249-ის ნაცვლად) და 64GB – $229.99 ($299.99-ის ნაცვლად)

• Moto G4 16GB  –$179.99 ($199.99-ის ნაცვლად) და 64GB – $189.99 ($229.99-ის ნაცვლად)

• Moto G4 Play – $129.99 ($149.99-ის ნაცვლად)

• Moto 360 ჭკვიანი საათი (მეორე თაობის) – $249.99 ($349.99-ის ნაცვლად)

• 18 ნოემბრიდან დაწყებული სტუდენტებისთვის 10% ფასდაკლება ნებისმიერ ტელეფონზე თუ საათზე, რომელიც იქნება აწყობილი Moto Maker-ში.

moto-ს შემოთავაზებების სანახავად დააჭირეთ აქ!

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts