2016 წლის მესამე კვარტალში Huawei ყველაზე მომგებიანი Android სმარტფონის მწარმოებელი იყო

დაბრუნება Posts

2016 წლის მესამე კვარტალში Huawei ყველაზე მომგებიანი Android სმარტფონის მწარმოებელი იყო


ცოტა ხნის გინ სმარფონების მწარმოებელმა კომპანიებმა გამოაქვეყნეს მესამე კვარტალის შედეგები, მათი ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სმარტფონების ინდუსტრიამ ჯამში 9.4 მილიარდი დოლარის მოგება ნახა, სადაც Apple – ს წილი საოცრად დიდი, 91 პროცენტია, მეორე ადგილს კი Huawei იკავებს.

ქვემოთ მოყვანილ სურათზე ნახავთ, რომ Apple – მა დაარეპორტა 8.5 მილიარდიანი მოგება, რაც კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებულია.

როგორც ზემოთ ვახსენეთ მეორე ადგილს Huawei იკავებს, რომელმაც ბაზრის საერთო მოგების 2.4 პროცენტი “მიისაკუთრა”, ყოველივე ეს კი Huawei  – ს ყველაზე მომგებიან Android სმარტფონების მწარმოებლად აქცევს. მესამე და მეოთხე  ადგილს Vivo და OPPO იკავებენ 2.2 პროცენტიანი წილებით.

Huawei – ს მსგავს ზრდას მიაწერენ მის განვითარებას მიწოდების სფეროში, ასევე აღნიშნავენ, რომ Huawei – ს აქვს პროდუქციის ძალიან კარგი შემადგენლობა და ძალიან ეფექტური მარკეტინგი, რასაც ხაზს უსვამს რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული კომპანიის პრეზენტაცია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. რაც შეეხება Vivo – სა და Oppo – ს მათი წარმატება ძირითადად გამოწვეულია მათი ფასდადების სისტემითა და აზიური ბაზარზე წარმატებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან LG და HTC მესამე კვარტალში წაგებაზე წავიდნენ.

Smartphone Vendor Vendor Profit (US Billions) Share in Market Profit (%)
Apple $8.5 91%
Huawei $0.2 2.4%
Vivo $0.2 2.2%
OPPO $0.2 2.2%
Other $0.2 2.2%
Total $9.4 100%

გააზიარე

დაბრუნება Posts