დადასტურებული ჭორები iPhone 8 – ის შესახებ

დაბრუნება Posts

დადასტურებული ჭორები iPhone 8 – ის შესახებ


იაპონური კომპანია Sharp აწარმოებს OLED – მატრიცებს iPhone – ს მომავალი თაობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ფირმის დირექტორმა Tai Jeng-wu – მ.

“iPhone – მა გადაწყვიტა გადასულიყო LTPS – დან ევოლუციურ OLED პანელებზე” – თქვა Jeng-wu – მ Tatung – ის უნივერსიტეტში გამოსვლისას. ასევე მან თქვა, რომ ეს არის ერთადერთი გზაა ინოვაციური პროდუქტის შექმნისა.

ამის გარდა, Jeng-wu – მ თქვა, რომ კომპანია Sharp აპირებს, რომ იაპონიაში გახსნას ახალი ქარხანა OLED პანელების წარმოებისთვის. გენერალურმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ ისინი აპირებენ თანამდროვე პანელების წარმოებას თვით შეერთებულ შტატებში: “თუ ჩვენი ყველაზე მნიშნველოვანი კლიენტი მოისურვებს, რომ წარმოება შტატებში გადავიტანოთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?”

ოქტომბრის ბოლო გავრცელდა ჭორები, რომ Apple – მა 2017 წელს შეიძლება გამოუშვას iPhone 8 – ის სამი სხვადასხვა ვარიანტი. სტანდარტული 4.7 და 5.5 ინჩიანი ვერსიების გარდა იქნება მესამე – 5 ინჩიანი ვარიანტი. აქედან გამომდინარე, OLED ეკრანები iPhone – ს სერიის მხოლოდ ბოლო მოდელებს შეიძლება ჰქონდეთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts