Razer – მა შეიერთა THX, ჯორჯ ლუკასის მიერ 1983 წელს დაარსებული აუდიო კომპანია

დაბრუნება Posts

Razer – მა შეიერთა THX, ჯორჯ ლუკასის მიერ 1983 წელს დაარსებული აუდიო კომპანია


THX, კომპანია, რომელიც ავტორია იმ  “Deep Note” – ისა, რომლებიც კინოთეატრებში ზოგიერთი ფილმის დაწყების წინ ისმის, კომპიუტერებისთვის პერიფერიული მოწყობილობებისა და ლეპტოპების მწარმოებელმა კომპანიამ, Razer – მა, იყიდა. Razer – მა ამ სიახელზე ინფორმაცია 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ იგი აპირებს THX – ის მენეჯმენტისა და თანამშრომლების “გადამზადებას”, რათა გახადონ დამოუკიდებლები საკუთარ ოპერაციებში და მისცენ საშუალება რაც შეიძლება თავისუფლად მიიღონ ბიზნეს გადაწყვეტილებები. Razer CEO – ს, Min-Liang Tan – ის, კომენტარი THX – ს შეერთებასთან დაკავშირებით: “შეერთების მთავარი მიზეზი არის ის ფენომენალური ბრენდი როგორიც THX – ია”.

THX – ის Star Wars – თან პირდაპირი კავშირის წყალობით, დაარსდა 1983 წელს Return of the Jedi გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოიპოვა დიდი პოპულარობა და დაფასება კინემატოგრაფებს შორის. ის იყო ერთ-ერთი პირველი მრავალმნიშვნელოვანი კომპანია, რომელიც უზრუნველჰყოფდა კინოთეატრების საბაზისო აუდიო სისტემის გამართულობას. THX – ის ეფექტური მუშაობის წყალობით მისი ლოგო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია და ხარისხიან აუდიო სისტემაზე მიუთითებს. THX მოიცავს სამომხმარებლო და ავტომანქანების ხმის სისტემებს და, ასევე, მისი ტექნიკა გამოიყენება ლაივ ჩვენებების დროს (THX Live!), რომელსაც დებიუტი 2016 წლის დასაწყისში Beyoncé’s Formation tour – ის დროს ჰქონდა.

Razer ძალიან დიდ პოტენციურ სინერგიულ ეფექტს ხედავს გემინგ აუდიენციასა და THX – ის აუდიო სისტემას შორის. Razer ამბობს, რომ ყველაფერი ერთმანეთთან იკვეთება გეიმინგის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს იყენებენ ფილმებში და პირიქით, სწორედ ამ ტენდენციის აყოლის ერთ-ერთი ნაბიჯია THX – ის ყიდვა, რამეთუ Razer აპირებს გახდეს “გრათობის სახლი” მუსიკაში, ფილმებსა და გეიმინგში. THX არის კომპანია, რომლის საშუალებითაც Razer – ს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი პროდუქტი, რომელზეც THX – ის ლოგოს არ არსებობის შემთხვევაში ყურადღებასაც არ გაამახვილებდნენ.

რას აპირებს Razer უკვე დადებულ კონტრაქტებთან და პარტნიერობთან დაკავშირბით ჯერ არ ვიცით, მაგრამ ის ვიცით, რომ THX რესტრუქტურიაციასთან ერთად გააგრძელებს ჩნურ ბაზარზე მუშაობას და კინოთეატრების ოპტიმიზაციაზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ THX ერთ-ერთი პიონერი და ინოვატორი იყო აუდიო ტექნოლოგიებში, ამასთან იგი გაცილებით უკეთეს ხარისხსს გვთავაზობს ვიდრე მასზე მეტად ცნობილი კოპანიები, Dolby და DTS.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ Razer – ის მიერ THX – ის შემოერთება მართებული ნაბიჯი იყო, რადგან მათ ერთად განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რამეთუ ისინი ერთმანეთის შემავსებელ ტექნოლოგიებს აწარმოებენ.


გააზიარე

დაბრუნება Posts