HP Spectre x360 – ის განახლებული ვერსია edge-to-edge ეკრანით და მოცულობითი ბატარიით

დაბრუნება Posts

HP Spectre x360 – ის განახლებული ვერსია edge-to-edge ეკრანით და მოცულობითი ბატარიით


HP – მ რამდენიმე დღის წინ დაანონსა მისი პრემიუმ მომხმარების ლეპტოპების განახლება, რომელიც ასევე მოიცავს პოპულარულ Spectre x360 – სა და ძლიერ Envy 13 – ს. ამასთან x360 – ს ექნება უფრო მოცულობითი ბატარია და edge-to-edge ეკრანი, ხოლო Envy განახლებულ დიზაინთან ერთად აღიჭურვება Intel – ის ბოლო თაობის პროცესორებით.

ახალი Spectre x360 – ს დაემატება ეკრანის 360 გრადუსიანი ტრიალის ფუნქცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მაინც თხელი დიზაინი ენქება edge-to-edge ეკრანის წყალობით. ახალი მოდელი ძველტან შედარებით 11.8mm – თი ვიწრო იქნება და აღიჭურვება ოთხი დინამიკით. HP ამბობს, რომ x360 – ის ახალი მოდელი გაძლებს 15 საათს დატენვის გარეშე, რაც წინა მოდელთან შედარებით 25% – იანი გაუმჯობესებაა. ასევე დაემატება ერთგვარი Quick Charge ფუნქცია, რაც გულისხმობს 90% ბატარიის 90 წუთში დატენვას. The Spectre x360 აღიჭურვება მეშვიდე თაობის i5 ან i7 პროცესორებით (კოპმლექტაციას გააჩნია), 16GB – მდე ოპერატიული მეხსიერებითა და 1TB SSD შესანახი მეხსიერებით. იგი გაყიდვაში ამ თვეში გამოვა, ხოლო ფასი 1,159$ – დან ზემოთ იქნება.

hp-envy-13_front-right

ახალი Envy 13 ისეთივე თხელი არ არის როგორც Spectre, მაგრამ არც ძვირია. მისი კორპუსში გამოყენებულია ალუმინი და მაგნეზიუმი და ხელმისაწვდომია ორი სხვადასხვა გაფართოების ეკრანით: Full-HD ან Quad-HD, რომელიც, ასევე, იქნება touchscreen. HP ამბობს, რომ ახალ მოდელს, ძველთან შედარებით, აქვს 28% – ით უფრო დიდი და მძლავრი ბატარია, რომელიც მას საშუალებას აძლევს გაძლოს 14 საათი დატენვის გარეშე. როგორც Spectre – ს ასევე Envy – ს ექნება Quick Charge ფუნქცია, 90% – 90 წუთში. The Envy 13 ხელმისაწვდომი იქნება მეშვიდე თაობის i5 ან i7 პროცესორით, რა თქმა უნდა ყოველივე დამოკიდებულია კომპლექტაციაზე, 16GB – მდე ოპერატიული მეხსიერებითა და 1TB შესანახი მეხსიერებით. მისი საწყისი ფასია 849$ და ხელმისაწვდომი იქნება ამ თვეში.

hp-envy-aio-27_front-right-1

რაც შეეხება ახალი Envy all-in-one დესკტოპ კომპიუტერს, მას ექნება Quad-HD IPS touchscreen ეკრანი (HP ამბობს, რომ 4K ვერსია მოგვიანებით გამოვა). 9.5mm იანი ჩარჩოს კონტური, პედესტალისა და თვით კომპიუტერის დიზაინი შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ სურათზე. ამ კომპიუტერსაც ექნება Intel – ის ბოლო თაობის i5 ან i7 პროცესორი, Nvidia GTX950 ვიდეო დაფა, იგი ხელმისაწვდომი იქნება ამ თვეში, ხოლო საწყისი ფასი – 1,249$.hp-envy-27-display_front

ამსთან HP გვთავაზობს 27 ინჩიან, 4K Envy Display – ს, რომელსაც ექნება 178 გრადუსიანი ხედვის კუთხე და 99 პროცენტიანი sRGB ფერთა გამა. რაც შეეხება პროტებს მას ექნება ორი HDMI პორტი, ორი Display Port და USB-C პორტი პერიფერიული მოწყობილობებისთვის. იგი ხელმისაწვდომი იქნება დეკემბერში, ხოლო ფასი კი სულ რაღაც 499$ – ია.,


გააზიარე

დაბრუნება Posts