ყველაზე დაცული “მესენჯერები”

დაბრუნება Posts

ყველაზე დაცული “მესენჯერები”


დღესდღეობით ციფრული უსაფრთხოების თემა ერთ-ერთი აქტუალურია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევიან ნებისმიერ სისტემაში შეღწევისა და პირადი ინფორმაციის  მოპარვის საშუალებას (ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცოდნა სჭირდება).  სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე სამყაროში გამოშვებულ ყველა აპლიკაციას აღწეღაში თითებენ თუ რამდენადაა იგი დაცული “არაკეთილმოსურნე” ხელისგან.

საერთაშორისო კომპანია  Amnesty International – მა ჩაატარა კვლევა და გამოაქვეყნა ყველაზე დაცული “მესენჯერების” სია. პირველი ადგილი დაიკავეს Facebook – ის პროდუქტებმა: Messenger და WhatsApp73 ქულა 100 დან. მეორე ადგილზე კი Apple – ს პროდუქტები, iMessage და FaceTime, გავიდნენ. Telegram, რომელიც ხაზს უსვამს თავის უსაფრთხოებას დაიკავა მესამე ადგილი, 67 ქულა 100 – დან.

პოპულარულმა აპლიკაციები Viber, Skype, Snapchat და Blackberry Messenger 50 ქულის ქვემოთ იკავებენ ადგილს, ხოლო რაც შეეხება ჩინურ “მესენჯერებს” QQ – სა და WeChat – ს ს, მათ საერთოდ 0 ქულა აიღეს 100 – დან უსაფრთხოებაში. დაბალი შეფასების მიღების მიზეზი კი end-to-end შიფრაციის უქონლობა იყო. 16 კანდიდატიდან მხოლოდ 6 – მა დააკმაყოფილა e2e შიფრაციის მოთხოვნები: WhatsApp, iMessage, FaceTime, Duo Google – სგან, Line და Viber, Telegram – სა და Facebook Messenger – ს e2e შიფრაცია მხოლოდ “საიდუმლო” ჩატის დროს აქვთ გამოყენებული.

კომპანია აპლიკაცია მომხმარებლების რაოდენობა ქულები
Facebook Facebook Messenger, WhatsApp 1 მილიარდი მომხმარებელი თითოეულს 73
Apple iMessage, FaceTime 1 მილიარდი მომხმარებელი 67
Telegram Telegram Messenger 100 მილიონი მომხმარებელი 67
Google Allo, Duo, Hangouts 2 მილიარდი მომხმარებელი 53
Line Line 217 მილიონი მომხმარებელი 47
Viber Media Viber 250 მილიონი მომხმარებელი 47
Kakao inc. KakaoTalk 49 მილიონი მომხმარებელი 40
Microsoft Skype 300 მილიონი მომხმარებელი 40
Snapchat Snapchat 200 მილიონი მომხმარებელი 40
BlackBerry BlackBerry Messenger 100 მილიონი მომხმარებელი 26
Tencent QQ, WeChat 100 მილიონი მომხმარებელი 0

გააზიარე

დაბრუნება Posts