[IFA 2016] ახალი ლეპტოპები, ტაბები და ულტრაბუქები

დაბრუნება Posts

[IFA 2016] ახალი ლეპტოპები, ტაბები და ულტრაბუქები


ტექნიკის მოყვარულები ყოველწლიურად ელოდებიან IFA – ს გამოფენებს, რათა გაიგონ თუ რომელი კომპანია რა სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, ვინ რა ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვინ ცდილობს გადატრიალების მოხდენას და ა.შ. როგორც სათაურიდან ჩანს, ამ პოსტში შემოგთავაზებთ IFA 2016 – ზე წარმოდგენილ ახალ ლეპტოპებს, ტაბებსა და ულტრაბუქებს.

Alienware 17

new-alienware-17-540x334

დროა Gaming ლეპტოპებსაც შევეხოთ, ერთ ერთი მათგანი კი ახალი Alianware 17 – ია.

Alianware – მ განაახლა თავისი ლეპტოპების სერიის წარმოება და ამშჟამად იგი გვთავაზობს განახლებულ 13 და 15 მოდელებსაც. მწარმოებლის ყველა ახალი ლეპტოპი იქნება “VR Ready”, რომელიც მაღალი ხარისხის ვირტუალური რეალობის გამოცდის საშუალებას მისცემს მომხმარებელს.

Alianware 17 – ს აქვს დესკტოპის დონის GTX 1080 ვიდეოდაფა, ასევე ლეპტოპი წინა მოდელებთან შედარებით თხელია, ამასთან მის კომპლექტაციაშია Overclocked i7 k სერიის პროცეორი, რომლის სიჩქარე 4.1 GHz – მდეა, ასევე 2667 MHz სიხშირის 32 GB DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 1 TB მყარი დისკი.

ასევე ლეპტოპში ჩაშენებულია Tobii eye-tracking ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს Windows 10 – ის დაცვითი შესაძლებლობები, რათა უკეთ დაიცვას თავისი ლეპტოპი უცხო ხელისგან.

Alianware 17 – ის შეკვეთა შესაძლებელი იქნება 4 ოქტომბრიდან.

Asus Transformer 3 Pro

asus-transformer-book-pro-540x334

ულტრაბუქს აქვს 170 გრადუსზე მოძრავი სადგამი და Transformer Cover კლავიატურა. უნდა ითქვას, რომ იგი ჯერ-ჯერობით საუკეთესოა 2-in-1 ულტრაბუქებში. მართალია იგი მიაგავს Microsoft Surface Pro – ს, მაგრამ ფუნქციონალურობითა და სიძლიერით ბევრად აღემატება მას.

იგი არის 8.35 მმ სისქის და გვაძლევს ისეთი გარე მოწყობილობების მიერთების შესაძლებლობას, როგორებიცაა: Universal Dock, Audio Pod და ROG XG Station გამოყოფილი ვიდეო დაფისთვის, ყოველივე ეს კი გაცილებით ფუნქციურსა და მიმზიდველს ხდის მას.

აქვე უნდა ითქვას, რომ ROG XG Station არის ლეპტოპებისთვის შექმნილი მოწყობილობა, რომლებიც მათზე Desktop Gaming – ის საშუალებას იძლევიან. ROG XG Station – ს GTX 1080 – მდე ყველა სერიის ვიდეოდაფის გამოყენება შეუძლია.

ეკრანი არის 12.6 ინჩიანი 3k გაფართოების, ხოლო პროცესორი i5 დან i7 მდე, ამასთან ოპერატიული მეხსიერება შესაძლებელია გავზარდოთ 16 GB – მდე, ხოლო მეხსიერება 1TB PCIex4 SSD – მდე. საწყისი ფასი იქნება £800 i5 პროცესორით და კომპლექტაციის მინიმალური მონაცემებით, ხოლო მაქსიმალური მონაცემების შემთხვევაში ფასი £1,400 – მდე გაიზრდება.

Lenovo Yoga 910

lenovo-yoga-910-540x334

ალბათ ყველას აინტერესებს თუ რა შემოგთავაზა Lenovo – მ, რადგან იგი “მოსახერხებელი” ლეპტოპების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია.

Lenovo აგრძელებს Yoga სერიის გაგრძელებას და წელს დაანონსა Yoga 910. იგი წარმოდგენილია ახალი და ინოვაციური, მაქსიმალურად მოქნილი დიზაინით, მაგრამ იგი არ არის Yoga 910 – ის მთავარი ღირსება, Kaby Lake – ის შიგთავსის გარდა მას აქვს 4k IPS ეკრანი, რომელიც ტრანსფორმირებადია Full HD ეკრანში, რაც, შეესაბამისად, ელემენტის ეკონომიურად გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს (15.5 საათი 10.5 საათის ნაცვლად). ასევე Yoga 910 გვთავაზობს 4 სხვადასხვა კონფიგურაციას: traditional, tablet mode with the screen flipped, a ‘tent’ mode, and a ‘stand’ mode.

მას ალბათ ექნება 16 GB ოპერატიული მეხსიერება და 1 TB SSD შესანახი მეხსიერება. ასევე ლეპტოპს აქვს Windows Hello – ს მხარდაჭერა და თითის ანაბეჭდის სკანერი.

Lenovo Yoga Book

yoga-book-540x334

წერა და ჩანახატების გაკეთების შესაძლებლობა ლენოვოს ახალი პლანშეტის ერთ-ერთი მიმზიდველი შესაძლებლობაა. Yoga Book – ს არ აქვს ფიზიკური კლავიატურა, მაგრამ ტაქტილური პადი მრავალფუნქციურია და მისი სახატავად გამოყენებაცაა შესაძლებელი.

ორივე Windows და Android ვარიანტი აღჭურვილია Intel Atom x5-Z8550 პროცესორით, ორივეს აქვს 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 64 GB იანი შესანახი მეხსიერება. რაც შეეხება USB პორტს, Yoga ტაბლეტი იყენებს USB type – c – ს, აქვე გვაქვს დამატებითი SD ქარდის სლოტი და Mini HDMI პორტი.

პლანშეტს აქვს 8,500 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც ძლებს 13 საათი.

Android ვერსიის ფასი იქნება £449, ხოლო Windows ვერსიის £549.

Acer Predator 21 X

acer-predator-21-540x334

IFA 2016 – ზე Acer მა 13in Chromebook – ისა და Acer Spin – ის გარდა წარმოგვიდგინა Acer Predator 21 X, ერთ-ერთი საუკეთესო გეიმინგ ლეპტოპი დღესდღეობით.

Predator 21 X არის გეიმინგისთვის შექმნილი “დიდი მხეცი”, იგი დაკომპლექტებულია Intel – ის K სერიის პროცესორით, ორი GTX 1080 ვიდეოდაფით, 64 GB ოპერატიულითა და 4 TB SSD მეხსიერებით.

აქვე გვაქვს 21 ინჩიანი 2,560×1,080 რეზოლუციის ეკრანი, Cherry-MX მექანიკური კლავიატურა, Tobii eye-traking ტექნოლოგია და 4.2 “ბუმ” ხმის სისტემა. ლეპტოპს აქვს 5 ქულერი, რომელიც ძალიან კარგად იცავს ლეპტოპს გახურებისგან, იგი იწონის 8 კილოგრამს და გაყიდვაში იანვრის თვეში ჩაეშვება

Huawei MediaPad M3

mediapad-m3-540x334

სმარტფონების გარდა IFA 2016 – ზე Huawei – მ წარმოადგინა 8.4 ინჩიანი პლანშეტი.

M3 არის Mediapad პლანშეტების სერიის უახლესი ვერსია, რომელსაც საკმაოდ მძლავრი მახასიათებლები აქვს: Kirin 950 პროცესორი და 4GB ოპერატული მეხსიერება.

კომპანიამ შემოგვთვაზა პლანშეტის 32 და 64 GB – იანი ვარიანტები, ასევე მას გააჩნია microSD სლოტი 128GB – მდე. ამასთან M3 – ს აქვს WQHD+ ეკრანი, 8 მეგაპიქსელიანი წინა და უკანა კამერები, ასევე თითის ანაბეჭდის სენსორი და 5,100 მილიმეტრიანი ბატარია. გარდა მეხსიერების მიხედვით დახარისხებული ვერსიებისა კომპანია გვთვაზობს Wifi და Wifi + LTE მოდელებს.

32 GB – იანი მოდელის ფასი  იქნება €349, გაყიდვაში კი 26 სექტემბრიდან ჩაეშვება.

Acer Chromebook R13

acer-chromebook-r13-540x334

Acer’s Swift – მა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა მომხმარებელზე თავისი თხელი დიზაინით, მაგრამ R13 არის პირველი კონვერტირებადი Chromebook.

მას აქვს 13.3 ინჩიანი Full HD გაფართოების IPS Touchscreen რომელსაც 360 გრადუსით მოძრაობა შეუძლია. Chromebook – ს აქვს 4 ბირთვინი MediaTek MT8193C პროცესორი, 4 GB – იანი ოპერატიული მეხსიერებით, და 16 GB – დან 64 GB – მდე შესანახი მეხსიერებით, ხოლო ბატარია 12 საათი ძლებს.

R13 – ს აქვს ერთი USB-C პორტი, Bluetooth 4.0 და HDMI პორტი. იგი ხელმისაწვდომი იქნება ოქტომბრიდან $499 – დან.

Acer Spin 7

ifa-acer-spin-7-540x334

Acer Spin 7 მოიცავს Swift 7 – ის “იგნეულებას” მაგრამ მას სხვაგვარად წარმოგვიდგენს. ის აგრეთვე იყენებს Swift – ის უსაზღვრებო 14 ინჩიან IPS Full HD ეკრანს, მაგრამ დამატებულია ეკრანის 360 გრადუსიანი მოძრაობის შესაძლებლობა, რაც ლეპტოპს ჰიბრიდად აქცევს. ასევე შეგვიძლია ლეპტოპი გამოვიყენოთ “tent” mode – ით, ან იგი შესაძლოა გადაკეთდეს ჩვეულებრივ პლანშეტად.

Spin 7 იყენებს Intel – ის უახსლეს i7 Kaby Lake ჩიპებს, 8 GB ოპერატიულ მეხსიერებასთან და 256 GB SSD შესანახ მეხსიერებასთან ერთად. სამწუხაროდ ელემენტი მხოლოდ 8 საათი ძლებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts