ზოდიაქოს ნიშნები იცვლება. ნასას მეცნიერების გამაოგნებელი აღმოჩენა

დაბრუნება Posts

ზოდიაქოს ნიშნები იცვლება. ნასას მეცნიერების გამაოგნებელი აღმოჩენა


გამოტყდით, რამდენი დილა დაგიწყიათ ზოდიაქოს კითხვით? და რამდენჯერ გაგითვალისწინებიათ ასტროლოგების რჩევები? ძალიან ბევრჯერ, ხომ? მეც თქვენს შორის ვარ. ასტროლოგია ძალიან პოპულალურია მთელს მსოფლიოში. Google_ს თუ დავუჯერებთ, ყოველ თვე რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი ეძებს ინფორმაციას ჰოროსკოპის შესახებ.
3 ათასი წლის წინ ბაბილონელების მიერ შექმნილი ზოდიაქოს ნიშნები დღემდე გამოიყენებოდა და არანაირი ცვლილება არ შესულა მათში. დღეს კი ნასას მეცნიერები გამაოგნებელ აღმოჩენას აკეთებენ. მათი განცხადებით, აღმოჩენილია მე_13 ნიშანი, გველისმჭერი. შესაბამისად, მისი ჩამატებით თარიღები შეიცვლება და სულ სხვაგვარ განაწილებას მივიღებთ. მერწყულად დავიბადე და რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შეიძლებოდა ჩემი ზოდიაქო შეცვლილიყო? ჩემ გარდა, მსოფლიო მოსახლეობის 86% შეეხო ცვლილება და მათი ნიშანი შეიცვალა. მეცნიერები არგუმენტად მზის სისტემის ცვლილებას ასახელებენ. მათი განცხადებით, 3 ათასი წლის წინანდელი სისტემა, დღეს შეცვლილია. მზემ და მისმა პლანეტებმა ფორმა იცვალა და ბაბილონელების დროს არსებული სისტემისგან განსხვავდება.
განახლებული თარიღები ასე გამოიყურება:

ვერძი

18 აპრილი – 13 მაისი

კურო

13 მაისი – 21 ივნისი

ტყუპები

21 ივნისი – 20 ივლისი

კირჩხიბი

20 ივლისი – 10 აგვისტო

ლომი

10 აგვისტო – 16 სექტემბერი

ქალწული

16 სექტემბერი – 30 ოქტომბერი

სასწორი

30 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

მორიელი

23 ნოემბერი – 29 ნოემბერი

გველისმჭერი

29 ნოემბერი – 19 დეკემბერი

მშვილდოსანი

19 დეკემბერი – 20 იანვარი

თხის რქა

20 იანვარი – 16 თებერვალი

მერწყული

16 თებერვალი – 11 მარტი

თევზები

11 მარტი – 18 აპრილი


გააზიარე

დაბრუნება Posts