ექვსი ტექნოლოგია, რომელიც სუფთა დასალევ წყალს აწარმოებს

დაბრუნება Posts

ექვსი ტექნოლოგია, რომელიც სუფთა დასალევ წყალს აწარმოებს


დედამიწაზე ყოველ 10 ადამიანში ერთი სასმელი წყლის უკმარისობას განიცდის. მსოფლიოს გარშემო ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრმა მეცნიერმა გამოიგონა ისეთი მოწყობილობა, რომელიც სუფთა წყლის გამომუშავებაში გვეხმარება და ისინი დღითიდღე ცდილობენ გაამარტივონ და შედარებით იაფი გახადონ ეს პროცესი. ყოველივე ეს კი დაახლოებით 663 მილიონ ადამიანს გაუმარტივებს ცხოვრებას, რომლებიც წყლის არქონით იტანჯებიან. მეცნიერები სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიბს გვთავაზობენ სუფთა წყლის მისაღებად, როგორებიცაა: კონდესაცია ჰაერიდან წყლის მისაღებად, მარილიანი წყლიდან სუფთა წყლის მიღება, წყლის გამწმენდი მიკრო ჩიპები, რომელთა სახლის პირობები გამოყენებაც შესაძლებელია და სხვა. მართალია მხოლოდ რამდენიმე მათგანი მუშაობს ღია სივრცეში, მაგრამ, დღესდღეობით, მათ მილიარდობით ლიტრი სუფთა წყალი გამოიმუშავეს.

The Warka Water Tower

1-warka-water-tower-ed

წლების დასჭირდა Warka Water Tower – ის დიზაინის შექმნასა და მის ექსპლუატაციაში მოყვანას. პირველი სატესტო ვერსია დაამონტაჟეს ეთიოპიის ერთ-ერთ სოფელში, რომელიც დაფუძნებულია ნისლის დროს/შემდგომ ჰაერიდან სუფთა წყლის მიღებაზე. იგი არის ცილინდრის ფორმის აშენებული ბამბუკისაგან და დამუშავებულ ბადისგან. ასევე ამ “კოშკურას” აქვს გარშემორტყმული ჩარდახი, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობისთვის, რათა დაისვენონ, სანამ მათი ჭურჭელი წყლით აივსება. Warka Tower – ის შემქნელები მის მასიურ წარმოებას 2019 წლიდან გეგმავენ.

Tiny UV water purifier

2stanfordetaluvwaterpurifier

გვალვიან ადგილებში ადამიანებს თითქმის არ შეუძლიათ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა. ამასთან ბევრ ადგილებში დიდი რაოდენობით წყალია ხელმისაწვდომი, მაგრამ ზოგჯერ მათი დალევა შეუძლებელია. წყლის გასაწმენდი საშუალებები და დანადგარები ხშირად ძალიან ძვირია, ხოლო მათი დამონტაჟება ძალიან დიდ დროს მოითხოვს.  Stanford – ის უნივერსიტეტში გამოიგონეს პატარა შავ მართკუთხა ფორმის ყუთში მოთავსებული მოწყობილობა, რომელსაც წყლის გაწმენდა დაახლოებით 20 წუთში შეუძლია. ჯერ-ჯერობით ამ მოწყობილობის მასიური წარმოება არ დაწყებულა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი დიდი ნახტომია ტექნოლოგიურ განვითარებაში და ბევრად გაამარტივებს ეკოლოგიურად ბინძურ გარემოში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებას.

The Pipe is floating solar-powered desalination plant

3-the-pipe-land-art-generator-initiative-5-ed

The Pipe არის მარილიანი წყლის გამტკნარების ერთ-ერთი ახალი საშუალება, რომლის გამოყენება იგეგმება კალიფორნიის შტატისთვის. ზაფხულის განმავლობაში მან გადაამუშავა 1.5 მილიარდი ტონა წყალი გვალვიანი შტატისთვის. სურათზე ნაჩვენები დანადგარი იყენებს ელექტრომაგნიტურ გამტკნარების მეთოდებს რათა ზღვის წყალი დასალევად ვარგისად გადააქციოს. იგი იღებს მარილიან წყალს, თერმული აბაზანების საშუალებით წმენდს, ხოლო მარილს უკან ოკეანეში აბრუნებს. The Pipe ასევე ყურადღებას იქცევს თავისი კონსტრუქციით, რადგან იგი ოკეანეში გაშვებულ დიდ ლამაზ, მოკაშკაშე ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე ინდუსტრიისთვის შექმნილ დანადგარს.

The World’s largest fog harvester

4dar-si-hmad-fog-harvester-morocco-2

მსოფლიოს ყველაზე დიდი Fog Harvester მდებარეობს Moroccan – ის უდაბნოში, რათა ნისლი გადააგციოს სუფთა წყლად. იგი იმავე პრინციპით მუშაობს როგორც Warka Tower და ამასთან ხელს უწყობს ის გარემოება, რომ წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 6 თვე იქაურობა ნისლიანია. Fog Harvester თითო კვადრატულ ფუტზე წარმოქმნის 17 გალონ დასალევ წყალს. ამასთან მზის ენერგიაზე დაფუძნებულ ტუმბოებსა და მილებს დასალევი წყალი 400 ადგილობრივ მოსახლებდე მიაქვს, რომელთაც სიცოცხლისთვის საჭირო რესურსის მოპოვება ძალიან უჭირთ უდაბნოში.

Nano Water Chip

5-water-desalination-chip

2014 წელს ტეხასის უნივერსიტეტში გამოიგონეს ჩიპი, რომელიც გამოყოფს ელექტრულ ველს და მისი საშუალებით წმენდს მარილიან წყალს და ხდის დასალევად ვარგისს. ტექნიკოსები შეგვპირდნენ, რომ მალე გამოუშვებენ ჩიპის ისეთ ვარიანტს, რომელიც იქნება პორტაბელური და იმუშავებს ბატარიაზე.

Carnegie Perth Wave Energy Project

6carnegie-wave-energy-ceto-unit

ჩემი აზრით ეს მოწყობილობა არის ყველაზე საინტერესო მოწყობილობა ამ პოსტში მოყვანილთაგან, რადგან მას აქვს ორმაგი ფუნქცია. ერთ ის, რომ ტალღების საშუალებით იგი გამოიმუშავებს ენერგიას, ხოლო გამომუშავებული ენერგიის საშუალებით იგი წმენდს ზღვის წყალს და გადააქცევს დასალევად ვარგისად. იგი “შეიარეაღებულია” სამი 240 ვატიანი აკუმლატორით, რომელიბიც წარმართავენ მთელ ამ პროცესს. მოწყობილობა წყლის გაწმენდის შემდგომ დარჩენილ ელექტრო ენერგიას აგზავნის ნაპირზე მდებარე სამართავი სადგურისკენ, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავის თავს თვითონ ინახავს. ამჟამად მსგავსი ტიპის დანადგარები მუშაობენ დასაველეთ ავსტრალიის სანაპიროებზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts