Google Photos-ის ახალი, გემოვნებიანად გაკეთებული რეკლამა ხაზს უსვამს სერვისის გამორჩეულ მახასიათებლებს

დაბრუნება Posts

Google Photos-ის ახალი, გემოვნებიანად გაკეთებული რეკლამა ხაზს უსვამს სერვისის გამორჩეულ მახასიათებლებს


Google Photos-ის პიარის ჯგუფი ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დროს, რაც მთავარია, მათ დაიწყეს ძალზედ გემოვნებიანი რეკლამების გაკეთება. პირველი იყო რეკლამარომელშიც მოცემული იყო ის თუ როგორ ვერასოდეს გამოგელევათ ტელეფონის მეხსიერება თუ გამოიყენებთ Google Photos-ს და მის მეხსიერების გასუფთავების ფუნქციას (ამ რეკლამაზე სტატიაც კი გვიწერია). შემდეგ, ამას მოყვა მეორე რეკლამარომლის მთავარი გმირი ადამიანია, რომელსაც ტელეფონი ჯიბეში დარჩა და ისე ხტება აუზში. რეკლამის დედააზრი კი Auto Backup ფუნქციაა, რომლითაც ადამიანს ვერასოდეს დაეკარგება ფოტოები, ტელეფონის დაზიანების შემდეგაც კი, რადგან ფოტოები ავტომატურად ატვირთული იქნება მისივე Google Photos ანგარიშში.

დღეს კი Google აქვეყნებს კიდევ ერთ ვიდეო რგოლს. მართალია ის ცოტათი გრძელია (1:44 წამს შეადგენს), თუმცა ნამდვილად ღირსია ყოველი წამის ყურების. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორი ადვილი ხდება დღევანდელობაში ფოტოების დაკარგვა, Google photos კი ამ ყოველივე პრობლემას უპრობლემოდ უმკლავდება. ამდენ მოსაწყენ ინფორმაციას გირჩევთ თქვენვე იხილოთ ვიდეო, ის ნამდვილად ღირსია ყოველი წამის ყურების.


გააზიარე

დაბრუნება Posts