2016 წლის საუკეთესო სმარტფონები, რომლებსაც გირჩევთ

დაბრუნება Posts

2016 წლის საუკეთესო სმარტფონები, რომლებსაც გირჩევთ


ამ პოსტში შემოგთავაზებთ საუკეთესო სმარტფონებს, რომლებსაც გირჩევთ და დავიწყებ Samsung Galaxy Note 7-ით, რომელიც რამდენიმე დღეა რაც დააანონსდა.

 Note 7-ს აქვს დიდი ზომის 5.7 დიუმიანი Edge ეკრანი, რომელიც სმარტფონს უფრო მიმზიდველს ხდის. მის შემადგენლობაში ასევე შედის მძლავრი Exynos 8-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერბა, 3500 მილიამპერიანი ბატარეა და 12 მეგაპიქსელიანი კამერა. აღნიშნული მოდელი  წყალ და მტვერ გამძლეა IP68 სერთიფიკატით, აღსანიშნავია მისი ელექტრონული კალამი. მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად მისი სილამაზისა არ მომწონს Edge ეკრანი და ღილაკის დიზაინი.

galaxy-note-7

HTC 10: პირველი სმარტფონია ამ ბრენდიდან, რომელიც მომეწონა. საკმაოდ დაბალანსებული სმარტფონია. მის შემადგენლობაში შედის 5.2 დიუმიანი ეკრანი, Snapdragon 820, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 3000 მილიამპერიანი ბატარეა და 12 მეგაპიქსელიანი კამერა.

htc-10-pdp-performance-mobile

Huawei P9: საოცარი სმარტფონია, სწრაფი და ლამაზი. მის შემადგენლობაში შედის 5.2 დიუმიანი ეკრანი, 3000 მილიამპერიანი ბატარეა, Kirin 955-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, ნანო ტექნოლოგიის წყალგამძლეობა და ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ლეიკას ლინზებით.

huawei-p9-f

Sony Xperia X Perfomance: განსაკუთრებით მომეწონა წინა კამერა და დიზაინი, ძალიან დახვეწილი სმარტფონია. წინა კამერა 13 მეგაპიქსელიანია და სხვა ბრენდის ფლაგმანური სმარტფონების მთავარი კამერის ხარისხს უტოლდება.   მის შემადგენლობაში ასევე შედის 5 დიუმიანი ეკრანი, Snapdragon 820, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 2700 მილიამპერიანი ბატარეა, წყალ და მტვერ გამძლეობა IP68 სერთიფიკატით და 23 მეგაპიქსელიანი კამერა.

xperia


გააზიარე

დაბრუნება Posts