ჰაკათონი – ინოვაცია 48 საათში

დაბრუნება Posts

ჰაკათონი – ინოვაცია 48 საათში


თუ კი თქვენ ხართ ტექნოლოგიებით გატაცებული ადამიანი და ამასთან ერთად შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა ამ მიმართულებით, ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგაინტერესებთ:

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი 13, 14, 15 მაისს კიდევ ერთ ჰაკათონს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა რათქმაუნდა მონაწილეთა ძირითად ნაწილს მაინც სტუდენტები წარმოადგენენ.ამჟამად 150 აპლიკანტია დარეგისტრირებულია, რომელთაც მიეცემათ 48 საათი, რომლის ფარგლებშიც უნდა შექმნან რაიმე საინტერესო, ორგანიზატორები ღონისძიებაზე ძირითადად კომპიუტერული ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინითა და game developing-ით დაინტერესებულ პირებს ელიან. ორგანიზატორების განცხადებით დავალება რამდენიმე სახის იქნება: თავისუფალი თემა, კომპანიისათვის მობილური აპლიკაციის შექმნა და სავარაუდოდ, რაიმე ინოვაციურის მოფიქრება აგრარულ სფეროში.

ჰაკათონის მონაწილეებს, ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ყოველივე აუცილებელით, მათ შორის საკვებით, გამარჯვებულს კი გადაეცემათ უამრავი საინტერესო პრიზი, ასევე საინტერესოა რომ ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვებული აღმოჩნდება არამხოლოდ გამარჯვებული არამედ ნებისმიერი ენთუზიასტი რომელიც შეასრულებს შემდეგ პირობებს:

1. მოიწონებს გვერდს EUhack
2. გაიზიარებს ივენთს. (პოსტი უნდა იყოს აუცილებლად PUBLIC )  https://www.facebook.com/events/504588963059046/
წარწერით:
არ გაუშვა შანსი ხელიდან Смайлик «kiki»#HackSpring2016Tbilisi GEM fest

1 მაისს გამარჯვებული გამოვლინდება შემთხვევითობის პრინციპით https://www.random.org/ – ის დახმარებით და გადაეცემა GEM fest-ის ბილეთები.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: 

https://www.facebook.com/EUhack-178399942527571/

http://ihub.com.ua/ge/2016-04-13-grand-hackathon/

https://www.facebook.com/events/504588963059046/

http://euhack.com/

აპლიკანტების რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ ბმულზე


გააზიარე

დაბრუნება Posts