2016 წლის ოსკარზე წარდგენილი 11 საუკეთესო ფილმი

დაბრუნება Posts

2016 წლის ოსკარზე წარდგენილი 11 საუკეთესო ფილმი


ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ 2016 წელს ოსკარზე წარდგენილი 10 საუკეთესო ფილმი, იმედი მაქვს სიაში თქვენს საყვარელ ფილმებს იპოვით.

1. გადარჩენილი – THE REVENANT

dicaprio-xlarge

ფილმის მოქმედება 1823 წელს ვითარდება და მოგვითხრობს მონადირის ჰიუ გლასის ისტორიას, ამჟამინდელ დაკოტას ტერიტორიაზე ნადირობისას მას თავს დათვი დაესხმება, თანამგზავრები კი ჰიუს გაქურდავენ და სასიკვდილოდ დაჭრილს დატოვებენ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჰიუ გლასი გადარჩება და დაიწყებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებმაც მას უღალატეს.

2. საძულველი რვა – THE HATEFUL EIGHT


ფილმის მოქმედება სამოქალაქო ომიდან 6, 8 ან 12 წლის შემდეგ ხდება, ეტლი ზამთრის ცივ და სუსხიან გზაზე მიქრის, მისი მგზავრები თავებზე მონადირე ჯონ რუთი და მისი პატიმარი დეიზი დომერგი მიდიან ქალაქში, სადაც ჯონი დეიზის მართლმსაჯულებას გადასცემს. გზად ისინი ორ უცხო ადამიანს შეხვდებიან: თავებზე მონადირე მაიორ მარკის ვორენსა და კრის მენიქსს, რომელიც ირწმუნება, რომ ქალაქის ახალი შერიფია. ისინი მიადგებიან ადგილს სახელად: მინის გალანტერეა, სადაც მეპატრონის ნაცვლად ოთხი უცხო ადამიანი დახვდებათ. ესენი არიან: ბობი, რომელიც მეპატრონის მოვალეობას დროებით ასრულებს, ჯალათი ოსვალდო მობრეი, კოვბოი ჯო გეიჯი და გენერალი სენფორდ სმიზერნი. როდესაც მთებს შტორმი მოადგება რვა მოგზაური მიხვდება, რომ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებენ…

3. მარსელი – THE MARTIAN

the-martian
მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ, მარკ უოტნი ჩამორჩა ეკიპაჟის წევრებს. ყველას ჰგონია რომ ის მოკვდა, მაგრამ უოტნი გადარჩა და მთელს პლანეტაზე მარტო აღმოჩნდა. ის ცდილობს გადარჩეს და დედამიწაზე დაბრუნდეს. ენდი უირის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა მოხდებოდა პლანეტაზე მარტო ყოფნის შემთხვევაში? ეს ფილმი თქვენს ფიქრებს პასუხს გასცემს! 🙂

4. ცაცია – SOUTHPAW

rachel-mcadams-southpaw-production-stills_2

მოკრივე ბილი ჰოუპს შესანიშნავი ცხოვრება ჰქონდა: ჩემპიონის წოდება, ლამაზი ცოლი და საყვარელი ქალიშვილი, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ცოლი დაიღუპა, რინგზე დისკვალიფიკაცია მიიღო, დაეკისრა ვალები და სასამართლომ ჩამოართვა მამობის უფლება. ახლა ჰოუპმა უნდა დაიბრუნოს ჩემპიონის სტატუსი და ქალიშვილი. ყველაფერს მისი ცნობილი მარცენა ჰუკი გადაწყვეტს.

5. 007: სპექტრი

Spectre-007-3
დაშიფრული შეტყობინება ბონდის წარსულიდან აგენტ 007 სპექტრის საიდუმლოს გამოაშკარავებაში ეხმარება.

6. ჯაშუშთა ხიდი – BRIDGE OF SPIES

bridge-of-spies-1-xlarge
ამერიკელი ადვოკატი დაიქირავა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ “ცივი ომის” დროს, რომ დაეხმაროს პილოტს რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიპყრო…

7. გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების – FEAR THE WALKING DEAD

fear4
‘Fear The Walking dead’ არის ‘მოსიარულე მკვდრების’ სპინოფი. მოქმედება ხდება ურბანულ ლოს-ანჯელესში ზომბი-აპოკალიფსის დასაწყისში, როდესაც ნელ-ნელა ვრცელდებოდა ეპიდემია და ერთ დღესაც მთელი მსოფლიოსთვის საშიში გახდება.
სერიალ მოსიარულე მკვდრების მაყურებლებს ეს ფილმი ძალიან მოეწონებათ, ნამდვილად ღირსეული ოსკაროსანი ფილმია…

8. ბ-ნი ჰოლმსი – MR. HOLMES


ფილმში მოვლენები 1947 წელს ვითარდება. ჰოლმსი თავის დიასახლისსა და მის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. შერლოკი მოულოდნელად იძულებული ხდება, ორმოცდაათი წლის წინანდელი საქმე გახსნას და ეს თავისი ძვირფასი უოტსონის გარეშე მოახერხოს. ფილმში ბევრი მოგონება და ემოციაა თავმოყრილი.

9. თავდაყირა – INSIDE OUT

107279-full

11 წლის რაილის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები ეხმარებიან გოგონას ყოველდიური პრობლემების მოგვარებაში.
ეს არის ფილმი, რომელიც ემოციებს გაგვაცნობს ბავშვური ენით, ფილმის ყველა ასაკის მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესოდ საყურებელია.

10. ქეროლი – CAROL

carol
ფილმი მოგვითხრობს რთული ურთიერთობის შესახებ ორ ქალს შორის. ისინი 50-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ქალბატონი ახალგაზრდა მაღაზიის გამყიდველია, რომელიც ოცნებობს უფრო დიდ იდეალებზე, მეორე – გათხოვილი ქალია, ის უსიყვარულობას განიცდის.

11. დანიელი გოგონა

Chrysanthemum
1920-იანი წლები, კოპენჰაგენი. ილუსტრატორი და მხატვარი გერდა ვეგენერი სთხოვს მეუღლეს ეინერ ვეგენერს ნატურის ადგილის დაკავებას და ქალის ფორმაში გამოწყობას. პორტეტი პოპულარობას იხვეჭს და ქალი აგრძელებს მეუღლის ამ ფორმით გამოსახვას. მალე ეინერი ხვდება რომ მოსწონს საკუთარი თავი როგორც ქალი და ის ხდება პირველი ადამიანი, რომელიც გაიკეთებს ოპერაციას სქესის შეცვლის მიზნით.


გააზიარე

დაბრუნება Posts