Huawei MateBook: Huawei-ს პირველი და ინოვაციური ნაბიჯები კომპიუტერულ სამყაროში

დაბრუნება Posts

Huawei MateBook: Huawei-ს პირველი და ინოვაციური ნაბიჯები კომპიუტერულ სამყაროში


Huawei-მ წარმოადგინა ჰიბრიდული მოწყობილობა, რომელიც ტაბლეტის და ლეპტობის ნაზავია.

აღნიშნული ტაბლეტ-ლეპტოპი წარმოდგენილია 12 დიუმიანი IPS LCD QHD რეზოლუციის ეკრანით კომპაქტურ მეტალის დიზაინში, მეექსვე თაობის Intel Core M7-ის ორ ბირთვიანი პროცესორით 3.1 გიგაჰერც სიხშირით,  4 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება LPDDR3 ტექნოლოგიით, 128/256/512 SSD მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ორმაგი სპიკერი, ორმაგი მიკროფონი, 4430 მილიამპერიანი ბატარეა და USB Type C პორტი.

ლეპტოპის აქსესუარად წარმოდგენილია 2048 მგრძნობელობის და ასევე ლაზერულ სენსორიანი MatePen (სტილუსი), რომელიც გაგიადვილებთ მოწყობილობაზე მუშაობის პროცესს.

cbg-stylus-s1

ლეპტოპი წარმოდგენილია Windows 10 Home/Windows 10 Pro ოპერაციული სისტემით, კლავიატურა შეგიძლიათ სურვილისამებრ მიამაგროთ და მოხსნათ.

ლეპტოპს აქსესუარად მოყვება USB Type C კაბელი, MicroUSB კაბელი, USB Type A-ს გადამყვანი და დამტენი.

cbg-accessories-s1

იხილეთ პრომო ვიდეოები:

https://www.youtube.com/watch?v=TWrdvHUbGXk

https://www.youtube.com/watch?v=V48iPX23r6w


გააზიარე

დაბრუნება Posts