Motorola Moto G 2015, Moto X Play და Moto X Style: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა

დაბრუნება Posts

Motorola Moto G 2015, Moto X Play და Moto X Style: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა


Motorola-მ სამი ახალი სმარტფონი წარმოადგინა, თუმცა აქ არ არის და ჯერჯერობით უცნობია როდის გამოვა მთვარი ფლაგმანური მოწყობილობა Moto X 2015, თუმცა ამ სტატიით მინდა გაგაცნოთ უკვე დაანონსებული სმარტფონების ტექნიკური მახასიათებლები.

Moto G 2015

  სმარტფონი წარმოდგენილია 5 ინჩიანი IPS LCD ეკრანით, რომლის გარჩევადობაა 720×1280 პიქსელი, ინჩზე პიქსელების რაოდენობაა 294, ეკრანი დაცულია Gorila Glass 3-ის შუშით.
სმარტფონის შესანახ მეხსიერებად წამოდგენილია 8 და 16 გიგაბაიტიანი ვარიანტები, ხოლო ოპერატიულ მეხსიერებად 1 და 2 გიგაბაიტიანი ვარიანტები.
სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია  Qualcomm Snapdragon 410, 4 ბირთვიანი 1.4 გიგაჰერც სიხშირით (გრაფიკული პროცესორი Adreno 306, 400 მეგაჰერც სიხშირით).
სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი SONY-ს  სენსორით, F2.0 დიაფრაგმით, 76 გრადუსიანი ხედვის კუთხით და ორმაგი განათებით, ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანი სენსორით, F2.2 დიაფრაგმით და 72 გრადუსიანი ხედვის კუთხით, ორივე კამერას აქვს ოთხმაგი ციფული ზუმი.
სმარტფონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის 2470 მილიამპერიანი ბატარეა, რადიო, ციფრული ტელევიზია, ლაუდსპიკერი და ორი მიკროფონი.
სმარტფონი სიგრძეში 142.1 მილიმეტრია, სიგანეში 72.4 მილიმეტრი და სისქეში 11.6 მილიმეტრი. მისი წონა 155 გრამს შეადგენს. სმარტფონი დაცულია წყლისგან IPX7 სერთიფიკატით.

Moto X Play

  სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი LCD ეკრანით, რომლის გარჩევადობაა 1080×1920 პიქსელი, ინჩზე პიქსელების რაოდენობაა 403, ეკრანი დაცულია Gorila Glass 3-ის შუშით.
სმარტფონის შესანახ მეხსიერებად წამოდგენილია 16 და 32 გიგაბაიტიანი ვარიანტები, ხოლო ოპერატიულ მეხსიერებად 2 გიგაბაიტიანი ვარიანტი მხოლოდ.
სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია  Qualcomm Snapdragon 615, 8 ბირთვიანი 1.7 გიგაჰერც სიხშირით (გრაფიკული პროცესორი Adreno 405, 550 მეგაჰერც სიხშირით).
სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია 21 მეგაპიქსელიანი SONY-ს სენსორით, F2.0 დიაფრაგმით, ფართო ხედვის კუთხით და ორმაგი განათებით, ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანი სენსორით, F2.2 დიაფრაგმით, 4K ვიდე0 გადაღება და ფართო ხედვის კუთხით, ორივე კამერას აქვს ოთხმაგი ციფული ზუმი.
სმარტფონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის 3630 მილიამპერიანი ბატარეა, რადიო, ციფრული ტელევიზია, ორი სპიკერი და ორი მიკროფონი.
სმარტფონი სიგრძეში 140.8 მილიმეტრია, სიგანეში 72.4 მილიმეტრი და სისქეში 9.9 მილიმეტრი. მისი წონა 169 გრამს შეადგენს.

Moto X Style

  სმარტფონი წარმოდგენილია 5.7 ინჩიანი TFT LCD ეკრანით, რომლის გარჩევადობაა 1440×2560 პიქსელი, ინჩზე პიქსელების რაოდენობაა 520, ეკრანი დაცულია Gorila Glass 3-ის შუშით.
სმარტფონის შესანახ მეხსიერებად წამოდგენილია 16, 32 და 64 გიგაბაიტიანი ვარიანტები, ხოლო ოპერატიულ მეხსიერებად 3 გიგაბაიტიანი ვარიანტი მხოლოდ.
სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია  Qualcomm Snapdragon 808, 6 ბირთვიანი 1.82 გიგაჰერც სიხშირით (გრაფიკული პროცესორი Adreno 418, 600 მეგაჰერც სიხშირით).
სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია 21 მეგაპიქსელიანი SONY-ს IMX230-ის სენსორით, F2.0 დიაფრაგმით, ფართო ხედვის კუთხით, ორმაგი განათებით, დიაფრაგმით, 4K/1080p ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში და 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი. ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანი სენსორით,  F2.0, განათებით და ფართო ხედვის კუთხით, ორივე კამერას აქვს ოთხმაგი ციფული ზუმი.
სმარტფონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის 3000 მილიამპერიანი ბატარეა, რადიო, ციფრული ტელევიზია, ორი სპიკერი და ორი მიკროფონი.
სმარტფონი სიგრძეში 153.9 მილიმეტრია, სიგანეში 76.2 მილიმეტრი და სისქეში 11.06 მილიმეტრი. მისი წონა 179 გრამს შეადგენს.

სამივე ვარიანტი წარმოდგენილია Android 5.1.1 ოპერაციული სისტემით, სმარტფონები დაცულია მოულოდნელად წყლის გადასხმისგან და არა წყალში სპეციალურად ჩადებისგან :).  როგორც ამბობენ Moto Style ეღირება 399 ამერიკული დოლარი, თუმცა ოფიციალურ ფასებს გამოსვლის დღეს გავიგებთ ზუსტად.

თუ ის ფასი გამართლდა, რაც ნაწინასწარმეტყველებია, მაშინ OnePlus 2-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

გააზიარე

დაბრუნება Posts