ახალი ქართული “Geo SMS” აპლიკაცია Magtifun-ის მომხმარებლებს

დაბრუნება Posts

ახალი ქართული “Geo SMS” აპლიკაცია Magtifun-ის მომხმარებლებს


ეს არის ახალი SMS აპლიკაცია, რომელიც მოგცემთ საშუალებას აღარ იწვალოთ და მარტივად გააგზავნოთ ჩვეულებრივი და Magtifun (მაგთიფანის) შეტყობინებები.

Geo SMS (ახალი ქართული ანდროიდ აპლიკაცია)

აპლიკაციის გამოყენებისთვის უნდა იყოთ მაგთის მომხმარებელი და გქონდეთ მაგთიფანის ექაუნთი.
(ავტორის თქმით მომავალში შესაძლოა სხვა SMS სერვისების დამატებაც)

მთავარი უპირატესობები სხვა აპლიკაციებთან შედარებით არის:
* აპლიკაცია SMS შეტყობინებებს წერს შიდა მეხსიერებაში, ასე რომ თქვენ შეგეძლებათ გაგზავნილი შეტყობინებების სხვა აპლიკაციებში ნახვა!
* როდესაც არ გაქვთ ინტერნეტი , თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი შეტყობინებების გაგზავნა თქვენი ანგარიშიდან.
* მარტივად შეგიძლიათ ცვალოთ WEB(მაგთიფანის)/GSM გაგზავნის სტრატეგია.
* როდესაც ინტერნეტი არ გაქვთ თვითონ ცვლის გაგზავნის სტრატეგიას.
* ინტერნეტ პაკეტიდან არ ხარჯავს ბევრ მეგაბატებს ანუ ეკონომიურია.
* მატერიალ დიზაინი.
* ქართული და ინგლისური ენების არჩევის საშუალება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ , რომ პროგრამას ჯერ არ აქვს დასრულებული სახე. თუკი აღმოაჩენთ რაიმე შეცდომას ან გექნებათ რაიმე სახის შენიშვნა გთხოვთ შეგვატყობინოთ მეილზე : report.geosms@gmail.com (წერს ავტორი).

ავტორის თქმით, დროთა განავლობაში დაემატება სხვადასხვა ფუნქციები…..

ჩემი აზრით ძალიან მარტივი და გამოსადეგი აპლიკაციაა მაგთიფანის მომხმარებლებისთვის, თქვენც თუ გატესტავთ და საკუთარ აზრს დააფიქსირებთ არ იქნება ცუდი. 🙂

 


გააზიარე

დაბრუნება Posts