online რადიო-ანდროიდ აპლიკაციების დაიჯესტი

დაბრუნება Posts

online რადიო-ანდროიდ აპლიკაციების დაიჯესტი


დღევანდელ სმარტფონებში, როგორც მოგეხსენებათ ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით FM რადიო მიმღებებს, ბოლო დროინდელ ფლაგმანებში კი შეიძლება ითქვას ის საერთოდ აღარ გვხვდება, გაუგებარია რატომ მოიძულეს მწარმოებლებმა რადიო მიმღებები, ვინაიდან FM რადიო ძალიან მოსახერხებელია და ბევრი უპირატესობა აქვს; პირველ რიგში ინტერნეტის გარეშე სიახლეებისა თუ მუსიკის მოსმენა და მეორეს მხრივ აკუმლატორის ეკონომია, ვინაიდან ონლაინ სტრიმთან შედარებით FM რადიოს გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება, მაგრამ ვინაიდან მომხმარებლები უბრალოდ ფაქტის წინაშე ვდგავართ და ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ, უბრალოდ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, გამოსავალი კი სწორედ ონლაინ სერვისებშია.

აქ არ დავიწყებთ რადიოს უპირატესობებზე საუბარს, ვინაიდან მიუხედავად ყველაფრისა მას მაინც ჰყავს თავისი მომხმარებელი და მიგვაჩნია რომ ზოგჯერ სმარტფონზე ალბომების განახლებაზე უფრო მოსახერხებელი კარგი რადიო არხის დაჭერაა სადაც ხარისხიან მუსიკას მოვუსმენთ.

Georgia Radio

პივრელ რიგში გვინდა წარმოგიდგინოთ ეროვნული პროდუქტი, მართალია უცხოურ ანალოგებს იგი ნაკლებად გაუწევს კონკურენციას, თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ მარტივი ინტერფეისი და მხოლოდ ადგილობრივი არხების არსებობა მას მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობას ანიჭებს.

როგორც აღმოჩნდა მარკეტში ამ პროფილის არაერთი ქართული აპლიკაციაა, ჩვენ ტრადიციულად მათგან ავარჩიეთ ყველაზე ბევრი გადმოწერის და მაღალი რეიტინგის მქონე, დასახელებაც კი მიგვითითებს რომ იგი მხოლოდ ქართულ არხებზეა ორიენტირებული, მისი ინტერფეისი ნებისმიერი მომხმარებლისათვის მარტივად ასათვისებელი იქნება, მაგრამ ამავე დროს არც ისე სიმპატიურად გამოიყურება როგორც მისი უცხოური კონკურენტები, თანაც მასში არც ისე ბევრი ქართული არხია, აღწერილობაში მითითებულია:
– Ar Daidardo FM
– Green Wave 107,4
– Fortuna FM
– Folk Radio
– Avtoradio 95,1 FM
– Fortuna Plus
– Radio DK
– Radio Palitra 103,9 FM
– Radio Imedi
– Radio Muza
– Star FM
– Radio Soma

ვისაც გაინტერესებთ ეს არხები თქვენთვის კარგი გამოსავალი იქნება. გადმოწერის ბმული.

gr

tunein

ეს არის ყველაზე პოპულარული ონლაინ რადიოს აპლიკაცია დღეისათვის, მან არსებობა ჯერ კიდევ შორეულ 2002 წელს დაიწყო და ალბათ ხვდებით რომ მაშინ არანაირ აპლიკაციაზე საუბარიც კი არ იყო, იგი რადიო არხების უბრალო ვებ აგრეგატორი გახლდათ, დღეისათვის კი მასში შეგვიძლია ვიპოვოთ 100 000-მდე რადიო არხი და 4 მილიონამდე პოდკასტი, მათ შორის ქართული რესურსებიც. აპლიკაცია არის უფასო, თუმცა ფასიანი ვერსიაც არსებობს, გვაძლევს საშუალებას შევინახოთ ჩვენთვის საჭირო არხები და ამავე დროს მოვახდინოთ მათი ქეშირება. ინტერფეისის მხრივ ძალიან სასიამოვნო აღსაქმელია, მაგრამ მის ათვისებისათვის გარკვეული დრო დაგჭირდებათ.  მას გააჩნია სოციალური ფუნქციონალიც, შეგიძლიათ ფეისბუქის საშუალებით დარეგისტრირდეთ და თქვენ მეგობრებს გაუზიაროთ თქვენი ფავორიტი არხები, ასევე ადევნოთ თვალი მათ აქტივობებს. არხები დაყოფილია რეგიონების მიხედვით და ფასიანი ვერსიის შეძენის შემთხვევაში შესძლებთ მუსიკალური ტრეკების გადმოწერასაც. გადმოწერა შეგიძლიათ ბმულზე.

tin

BeyondPod Podcast Manager

ეს აპლიკაცია ცოტათი განსხვავდება წინა ორისაგან ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ ონლაინ რადიოს ვერ მოვუსმენთ, აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს გადმოვიწეროთ სხვადსხვა რადიო გადაცემა ან პოდკასტი ჩვენს მოწყობილობაზე და როდესაც დრო გვექნება მაშინ ვუსმნოთ მას, ერთის მხრივ ეს მოსახერხებელია, ვინაიდან უფასო ვარიანტშიც კი (არსებობს აპლიკაციის ფასიანი ვერსიაც) ჩვენ შევძლებთ გადმოვიწეროთ და მოვუსმინოთ საყვარელ არხებს, თუმცა ასევე შეგვიძლია გადმოწერის გარეშეც გავუშვათ სტრიმი, ინტერფეისს რაც შეეხება ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელია, შესრულებულია მატერიალ დიზაინის სტილში, მაგრამ ეს აპლიკაციაც მოითხოვს გარკვეულ დროს მისი მთლიანად ასათვისებლად. გადმოწერა შეგიძლიათ ბმულზე.

 

bcast

 


გააზიარე

დაბრუნება Posts