Huawei-მ წარმოადგინა მლძავრი სმარტფონები P8,P8 Lite და ფაბლეტი P8 Max

დაბრუნება Posts

Huawei-მ წარმოადგინა მლძავრი სმარტფონები P8,P8 Lite და ფაბლეტი P8 Max


Huawei-მ მოსნტრი ფლაგმანური სმარტფონი P8, მისი ბიუჯეტური ვერსია P8 Lite და ფლაგმანური ფაბლეტი P8 Max-ი წარმოგვიდგინა, ამ სტატიაში მოგიყვებით აღნიშნული მოწყობილობების შესახებ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ნადვილად შთამბეჭდავის დიზაინის სმარტფონები წარმოგვიგინა Huawei-მ მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით.

P8

სანამ ამ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებზე დავიწყებ საუბარს, მანამდე გეტყვით, რომ ამ ეს სმარტფონი ნამდვილად კონკურენტუნარიანია, ჰუავეის საკმაოდ კარგად უმუშავია და დიდი ალბათობით კარგი გაყიდვებიც ექნება.

აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5.2 ინჩიანი JDI IPS NEO ეკრანით, რომლის რეზოლუცია შეადგენს 1080×1920 პიქსელს. სმარტფონი სიგრძეში 144.9 მილიმეტრია, სიგანეში 72.1 მილიმეტრი და სისქეში 6.4 მილიმეტრი, ეკრანი კორპუსის ნაწილის 71.4 პროცენტს იკავებს, კოსპუსი დაცულია სპეციალური ნანო ტექნოლოგიის წყალგამძლეობით (უძლებს მომენტალურად წყლის დასხმას).

სმარტფონში მოთავსებულია Hisilicon Kirin 930/935-ის 64 ბიტიანი 8 ბირთვიანი 2.0/2.2 გიგაჰეც სიხშირის ცენტრალური პროცესორი (რომელიც წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონთან 80 პროცენტით სწრაფია) და გრაფიკული პროცესორი Mali-T628(რომელიც წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონთან შედარები 100 პროცენტით სწრაფია).

სმარტფონში წარმოდგენილია 2680 მილიამპერიანი პოლიმერის ბატარეა, რომელიც კომპანის განცხადებით, ნორმალური მოხმარების რეჟიმში 1.5 დღე გაძლებს

სმარტფონის კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი RGBW (წითელი, ლურჯი, შავი, თეთრი) სერნსორი, სპეციალურად Huawei-ს  DSLR დონის სიგნალს მიმღები პროცესორი, F2,0 დიაფრაგმა, ორმაგი LED განათება OIS(ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია) სტაბილიზაცია. წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი.

სმარტფონი წარმოდგენილია მეტალის და შუშის მატერიალით 4 ფერში

ოპერაციულ სისსტემად წარმოდგენილია Android 5.0.2, სამომხმარებლო ინტერფეისი EMUI3.1, ძალიან სწრაფი და მარტივი ინტერფესი. ასევე შეგეძლებათ სხვადასხვა თემების გადმოწერა მარკეტიდან.

სმარტფონს მოყვება დამტენი, ყურსასმენები და USB კამბელი.

კამერის გადაღება შედარებულია iPhone 6 Plus-თან, ფოტოებს თუ დავაკვირდებით ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა არ ვიცით რეალურად იღებს ასე თუ არა.

Knuckle ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველ ნაწილს გადაუღოთ ფოტო.

აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია ორ სიმ ბარათის მხარდაჭერით (GSM ქსელი), შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტით, აქვს მეოთხე თაობის LTE ქსელების მხარდაჭერა. სმარტფონის 16 გიგაბაიტიანი ვერსია ეღირება 499 ევრო, ხოლო 64 გიგაბაიტიანი ვერსია 599 ევრო.  ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტს შეადგენს.

P8 Max

აღნიშნული ფაბლეტი წარმოდგენილია 6.8 ინჩიანი JDI LTPS ეკრანით, რომლის რეზოლუცია შეადგენს 1080×1920 პიქსელს. სმარტფონი სიგრძეში 182.7 მილიმეტრია, სიგანეში 96 მილიმეტრი და სისქეში 6.8 მილიმეტრი.

სხვა ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია მისი უმცროსი ძმის, თუმცა აქ გვხდება 4360 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც კომპანიის განცხადებით, ნორმალური მოხმარების რეჟიმში 2.23 დღეს გაგვიძლებს. ფაბლეტის 32 გიგაბაიტიანი ვერსია 549 ევრო, ხოლო 64 გიგაბაიტიანი ვერსია 649 ევრო ეღირება

P8 Lite

ეს არის შედარებით იაფიანი ვერსია, შედარებით სუსტი ტექნიკური მახასიათებლებით, თუმცა რამდენად სუსტია ეს თქვენი გადასაწყვეტია 🙂

რადგან არც აღნიშნული სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები გამოიყურება სუსტად.
ეკრანი: 5-ინჩი 720 x 1280 პიქსელ რეზოლუცია
ზომები: 143 x 70.6 x 7.7 მილიმეტრი
პროცესორი: HiSilicon Kirin 620  64 ბიტიანი 8 ბირთვიანი 1.2 გიგაჰერც სიხშირით
ოპერატიული მეხსიერება: 2 გიგაბაიტი, რაც ნორმალურია და საკმარისი თუნდაც ფლაგმანური მოწყობილობისთვის
შესანახი მეხსიერება: 16 გიგაბაიტი, შესაძლებელია მეხსიერების გაზდრა 128 გიგაბაიტით
კამერა: 13 მეგაპიქსელიანი მთავარი ორმაგი LED განათებით და 5 მეგაპიქსელიანი წინა
ბატარეა: 2.200 მილიამპერიანი
აღნიშნული სმარტფონის ფასი 270 ევრო იქნებ.

კომპანიამ ჰუავეიმ აღნიშნულ სმარტფონებში მძლავრი აუდიო სისტემაც წარმოგვიდგინა, საერთო ჯამში დიდი მოწონება დაიმსახურა ამ მოწყობილობამ ჩემგან და ალბათ ყველასთვის სმგავსად იქნება 🙂

თქვენ რას ფიქრობთ, ღირს აღნიშნული მოწყობილობების შეძენა?

უყურეთ პრომო ვიდეოებს


გააზიარე

დაბრუნება Posts