როგორ გავზარდოთ Wi-Fi-ის სიჩქარე

დაბრუნება Posts

როგორ გავზარდოთ Wi-Fi-ის სიჩქარე


სტატისტიკურად, მომხმარებლების დაახლოებით 75%-ს არ აქვს პრეტენზია სახლის როუტერებთანა და კავშირის სიჩქარესთან. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უბრალოდ ინტერნეტში “დაძვრებით”, სოც. ქსელებს ათვალიერებთ, ფოტოებსა ან სიმღერებს იწერთ. ამ მიზნებისთვის 3-5 მეგაბიტი/წამში გამტარიანობა საკმარისია, მაგრამ თუ ტორენტ-ფაილებით გვინდა დიდი და მძიმე ფილმების ჩამოტვირთვა, მაშინ უკვე პრობლემები გვექმნება. აღმოჩნდება, რომ თქვენი პაკეტი არის 50-70 მეგაბიტი/წამი, მაგრამ რეალურად იწერთ 50-70% სიჩქარით. თუ მსგავს პრობლემას წააწყდით, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის, გაიგეთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ Wi-Fi კავშირი სახლის როუტერზე.

blog-wifi-webcast1

გამოვიყენოთ უახლესი უკაბელო ტექნოლოგიები

თქვენი ქსელის სისწრაფისთვისა და საიმედოობისთვის ერთერთი საუკეთესო საშუალება არის თანამედროვე მარშრუტიზატორების გამოყენება.

იპოვეთ იდეალური ადგილი როუტერისთვის

მარშრუტიზატორი შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ის უნდა დამალოთ სადმე. თუ გსურთ კარგი სიგნალის მიღება, მაშინ როუტერის დაყენება ოთახის ღია მონაკვეთზე მოგიწევთ. სასურველია თუ წინაღობები არ ექნება კედლებისა და სხვა საგნების სახით. ანტენები დააყენეთ ვერტიკალურად, ხოლო თვითონ როუტერი იატაკიდან მაღლა. სასურველია როუტერი თქვენი ბინის ცენტრში დადგათ, ასე როუტერის სიგნალი ყველა ოთახში თანაბრად გადანაწილდება და ყველა ოთახში გექნებათ წვდომა Wi-Fi-სთან.

ვიპოვოთ სწორი უკაბელო არხი

თუ თქვენი მეზობლები იყენებენ მარშრუტიზატორებს, მათაც შეუძლიათ თქვენი როუტერის სიგნალის შესუსტება. Wi-Fi-როუტერებს შეუძლიათ რამდენიმე არხზე მუშაობა, ამიტომაც თქვენ უნდა იპოვოთ ის, რომელზეც მინიმალური დატვირთვა მოდის. არხის შესარჩევად შეგიძლიათ შემდეგი უტილიტების გამოყენება: Wi-Fi Stumbler ან Wi-Fi Analyzer. თქვენ სირთულეების გარეშე შეძლებთ ინტერნეტში ინსტრუქციების ნახვას.

ავარიდოთ როუტერს სხვა მოწყობილობების ზემოქმედება

სხვა როუტერები – არ არის ერთადერთი მოწყობილობა, რომელსაც ჩვენი მოწყობილობისთვის ხელის შეშლა შეუძლია. სმარტფონები, მიკროტალღური ღუმელები და მსგავსი ტექნიკა ქმნის სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ორდიაპაზონიანი მარშრუტიზატორის ყიდვით. იდეაში, თუ არ გსურთ ახალი მოწყობილობის ყიდვა, მაშინ უკეთესი იქნება თუ მოუცილებთ როუტერს სხვა ელექტრომაგნიტურ მოწყობილობებს.

დავიცვათ როუტერი ქურდებისგან

თუ როუტერზე პაროლი დააყენეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერ გავტეხავთ. ყოველთვის გამოიყენეთ WPA პაროლი და დამატებით დააყენეთ Mac-მისამართების ფილტრი. ამ ნაბიჯით თქვენ სრულიად დაცულს გახდით თქვენს როუტერს.

შევზღუდოთ პრიორიტეტები გარკვეული პროგრამებისთვის

თუ თქვენ სახლში ვინმე გამუდმებით ზის ვიდეო-ჩატებში, იწერს ფაილებს ტორენტიდან, თამაშობს ონლაინ-თამაშებს, მაშინ ეს სერიოზულად აისახება თქვენი კომპიუტერის ინტერნეტის სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში გვჭირდება არა სიგნალის გაძლიერება, არამედ გარკვეული პროგრამებისადმი პრიორიტეტების მინიჭება. ამის გაკეთება Quality of Service-ისა ან QoS-ის დაკონფიგურირებით შეგიძლიათ. QoS-ის დახმარებით შეგიძლიათ შეზღუდოთ უკაბელო ინტერნეტის გამოყენება თამაშებში, ვიდეო-ჩატებსა და სხვა მსგავს სიტუაციებში.

დავაკონფიგურიროთ მარშრუტიზატორის გადატვირთვის განრიგი

თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ როუტერის სიგნალის ხარისხი გადატვირთვის შემდეგ უმჯობესდება, მაშინ გამოიყენეთ ეს. თქვენ შეგიძლიათ მარშრუტიზატორის გადატვირთვის დაკონფიგურირება (დღეში ერთხელ ან უფრო ხშირად). ამის გაკეთება შეიძლება ტაიმერით, რომელსაც დაუკავშირებთ მარშრუტიზატორს. ასე თქვენ თავიდან აირიდებთ ყოველ ჯერზე ტაიმერის ხელით დაყენებას.

მომზადებულია lifehacker.com-ის მიხედვით


გააზიარე

დაბრუნება Posts