Huawei MWC 2015: ტაბლეტი, ჭკვიანი საათი საფირის შუშით, ჭკვიანი სამაჯური და ყურსასმენები

დაბრუნება Posts

Huawei MWC 2015: ტაბლეტი, ჭკვიანი საათი საფირის შუშით, ჭკვიანი სამაჯური და ყურსასმენები


კომპანია Huawei-მ, მობილურების საერთაშორისო კონფერენციაზე, 1 მარტს, წარმოადგინა სხვდასხვა პრემიუმ მოწყობილობები: 7 ინჩიანი მძლავრი ტაბლეტი, პრემიუმ დიზაინის მქონე ჭკვიანი საათი საფირის ეკრანით, ჭკვიანი სამაჯური და ყურსასმენები. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ MWC 2015-ის კონფერენციაზე წარმოდგენილ Huawei-ის მოწყობილობებს.

Huawei Watch

ტექნიკური მონაცემები:

  • დიამეტრი 42 მილიმეტრი, სისქე 11.3 მილიმეტრი
  • ფერები: შავი, ვერცხლის, ოქროს
  • 1.4 ინჩიანი AMODEL ეკრანი, 400×400 პიქსელ გარჩევადობა, საფირის შუშა
  • 316L უჟანგავი ფოლადი
  • Qualcomm APQ8026-ის 4 ბირთვიანი პროცესორი 1.2 გიგაჰერც სიხშირით
  • Android Wear ოპერაციული სისტემა
  • 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 4 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება
  • Bluetooth 4.0 და 4.1 ვერსიები
  • სენსორები: გიროსკოპი, აქსელემეტორი, ბარომეტრი, PPG, ვიბრაცია
  • MIC აუდიო სისტემა
  • 300 მილიამპერიანი ბატარეა
  • გულისცემის სენსორი

საათი, 48 სხვადასხვა ძალიან დახვეწილი დიზაინით და ყველა იმ ფუნქციებითაა წარმოდგენილი, რაც მის კონკურენტებს გააჩნიათ. საათი საფირის შუშასთან ერთად უკაწრავი კორპუსითაცაა წარმოდგენილი.

საათი ძალიან ჰგავს მოტოროლას მიერ წარმოდგენილ ჭკვიან საათს და სერიოზულ კონკურენციასაც უწევს.

 

Huawei TalkBand B2

ტექნიკური მონაცემები:

  • მეტალის (ოქროსფერი, ვერცხლისფერი) და ტყავის მატერია
  • 95 მილიამპერიანი ბატარეა
  • ორი დინამიკი ზარების განხორციელებისთვის
  • 0.73 ინჩიანი ეკრანი, 128×88 პიქსელ გარჩევადობა
  • მუშაობის რეჟიმი 6 დღე, ლოდინის რეჟიმი 14 დღე
  • 1.5 საათიანი დატენვის რეჟიმი
  • სენსორული ეკრანი
  • წყალ და მტვერ გამძლე, IP57 სერთიფიცირებით
  • თავსებადია ანდროიდ და iOS მოწყობილობებზე

მოწყობილობა წარმოდგენილია 6 ღერძიანი ბარომეტრ, აქსელემეტორით და გიროსკოპ სენსორით. ჩვეულებრივი ვერსიის ფასი 169 ევროს შეადგენს, ხოლო პრემიუმ ვერსია 199 ევრო ღირს.

მოწყობილობით შესაძლებელია ზარების განხორციელება სმარტფონთან კავშირის მეშვეობით, რაც ძალიან მოსახერხებელია იმათთვის, ვისაც დიდი ზომის ეკრანის სმარტფონი აქვს.

 

Huawei TalkBand N1

ტქნიკური მონაცემები:

  • 18 გრამი
  • 67 მილიამპერიანი ბატარეა
  • 1.5 საათიანი დატენვის რეჟიმი
  • 4.5 საათიანი საუბრის რეჟიმი
  • 7 საათიანი მუსიკის მოსმენის რეჟიმი
  • 4 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება
  • ვიბრაცია, გიროსკოპი
  • წყალ და მტვერ გამძლე
  • Bluetooth 3.0
  • MEMS სპიკერი გარე ხმის ჩახშობის ტექნოლოგიით
  • მაღალი კლასის 24 ბიტიანი აუდიო სისტემა
  • თავსებადია ანდროიდ და iOS მოწყობილობებზე

ყურსასმენები საკმაოდ კარგი ტექნიკური მონაცემებითაა წარმოდგენილი, მისი ფასი 119 ევროს შეადგენს.

 

Huawei MediaPad X2

ტექნიკური მონაცემები:

  • ზომები: 183.5 მილიმეტრი სიგრძე, 103.9 მილიმეტრი სიგანე,7.18 მილიმეტრი სისქე
  • 239 გრამი
  • ფერები: ვერცხლის, ოქროს
  • 7 ინჩიანი ეკრანი, IPS LTPS ტექნოლოგია, 1920×1200 პიქსელ გარჩევადობა
  • 8 ბირთვიანი პროცესორი Kirin 930, 64 ბიტიანი, 4 ბირთვი მაღალი წარმადობის 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის 1.5 გიგაჰერც სიხშირით.
  • გრაფიკული პროცესორი Mali-T628 და i3 CO პროცესორი
  • 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა განათებით და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერე სელფშოთებისთვის.
  • 2/3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 16/32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128 გიგაბაიტით.
  • ანდროიდ 5.0 ოპერაციული სისტემა, ბრენდის მოდიფიცირებული ვერსიით.
  • 5000 მილიამპერიანი ბატარეა, 3.5 საათიანი დატენვის რეჟიმით, ბატარიის გამძლეობა 24 დღიანი ლოდინის რეჟიმი.
  • DTS აუდიო სისტემა

ტაბლეტი ლამაზი პრემიუმ დიზაინითაა წარმოდგენილი, რომელსაც კომპაქტური დიზაინი და მძლავრი ტექნიკური მონაცემები გააჩნია, ტაბლეტის ფასს 650 დოლარზე მეტს ვარაუდობენ, რაც ლოგიკურიც იქნება.

საბოლოო ჯამში კომპანიამ შესანიშნავი მოწყობილობები წარმოგვიდგინა, საკმაოდ კონკურენტ უნარიანი და მიმზიდველი დიზაინით.

გარდა ამისა, კომპანია დღეს საუკეთესო ბრენდების ასეულშიც მოხვდა, რაც ბრენდის დღევანდელ და მომავალ წარმატებებზე მეტყველებს.

კომპანიამ საკუთარი ფლაგმანური სმარტონი P8 აპრილის თვეში, საკუთარ დაგეგმილ ღონისძიებაზე უნდა წარმოადგინოს, რომელიც მსგავსი მონაცემებით იქნება წარმოდგენილი, რაც აღნიშნულ ტაბლეტს გააჩნია.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts